საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. სინოდის სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან საულიერო პირები და სინოდის წევრები. საპატრიარქოში მისულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურას უზომავენ და ისე უშვებენ შენობაში. კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. ასევე, რკინის კონსტრუქციებით არის შემოსაზღვრული შენობის შესასვლელი. გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და სასულიერო პირებს […]
კატეგორია: საზოგადოება
3 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამერიკიდან ჩამოსული 1 ოჯახის წევრია
“კურიერის” ინფორმაციით, სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან. ცოლ-ქმარი შვილთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. ისინი საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 43-ს შეადგენს.
პარიზიდან ჩამოსულმა მგზავრებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ, მანქანის ფანჯრები წიხლებით ჩაამსხვრიეს
პარიზიდან ჩამოსული 11 ადამიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საცხოვრებელ სახლებში, თვითიზოლაციაში გადაჰყავთ. ერთ-ერთი მოქალაქის, ანა ყიფიანის თქმით, პარიზიდან ჩამოსვლის შემდეგ, მოქალაქეები აეროპორტში შეამოწმეს და დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სრული კვლევა ჩაუტარდათ. „ნაწილს ჩაუტარდა ტესტიც კორონავირუსზე და პასუხები იყო უარყოფითი. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად კეთდებოდა, ძალიან ორგანიზებულად. რა პირობაც პალატაში შეიძლებოდა […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი. ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
“ქართული ოცნების” წევრ ბენო ქაშაკაშვილს და მისი მეუღლეს კორონავირუსი აქვთ
კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა შორის “ქართული ოცნების” წევრი, სასტუმრო “ვინოტელის” მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ავრცელებს. “ამ წუთას ვესაუბრე ჩემს მეგობარს სასტუმრო “ვინოტელის” მეპატრონეს, ბენო ქაშაკაშვილს, რომელიც არ მალავს რომ აქვს ვირუსი და ამიტომაც ვწერ მის სახელს მისივე ნებართვით. თავს გრძნობს კარგად აქვს დაბალი სიცხე და […]
დონალდ ტრამპი – “მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა”
ტრამპიაშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მალარიისა და ართრიტის საწინააღმდეგო მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენა. ტრამპის თქმით, აღნიშნული პრეპარატი დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით აინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით. ტრამპის განმარტებით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის […]
1 აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში არსებული 40 ობიექტი იხურება
19 მარტიდან 1 აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაცია ავრცლებს. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არნიშნულია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები […]
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება – ამ დროისთვის დაავადებულთა რიცხვი 227.495-ს შეადგეს. ფატალური შემთხვევები კი 9.303-ს შეადგენს. მიუხედავად მასშტაბური გავრცელებისა, იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის დაავადებისგან მსოფლიოში 85.961 განკურნებული ადამიანი ფიქსირდება. იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაა, უკანასკნელ ორ დღეში საგრძნობლად მოიმატა განკურნებული პაციენტების რიცხვმაც და 4025 შეადგინა. ჩინეთში კი უმკაცრესი ზომებისა და მოქნილი […]
ესპანეთში კორონავირუსით 74 წლის ქართველი ქალი გარდაიცვალა
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. “ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში. აქვე ხაზი მინდა გავუსვა […]
დღეიდან საქართველოში დათბება
დღეს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი 22 მარტს +18 გრადუსამდე დათბება. 23 მარტს მოსალოდენლია თბილი და უნალექო ამინდი. ტემპერატურა კი […]










