კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდებაკორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება – ამ დროისთვის დაავადებულთა რიცხვი 227.495-ს შეადგეს. ფატალური შემთხვევები კი 9.303-ს შეადგენს.

მიუხედავად მასშტაბური გავრცელებისა, იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის დაავადებისგან მსოფლიოში 85.961 განკურნებული ადამიანი ფიქსირდება.

იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაა, უკანასკნელ ორ დღეში საგრძნობლად მოიმატა განკურნებული პაციენტების რიცხვმაც და 4025 შეადგინა. ჩინეთში კი უმკაცრესი ზომებისა და მოქნილი ჯანდაცვის სისტემის ფონზე უკანასკნელი დღის განმავლობაში დაავადების ეპიცენტრ უხანში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საერთაშორისო სტატისტიკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ირანშიც, სადაც ვირუსისგან ექიმებმა 6.000-მდე პაციენტი განკურნეს.

რთული ვითარებაა ესპანეთში, სადაც უკანასკნელ 24 საათში 2.378 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 129 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 767-ს შეადგენს.

ნიუპოსტი