დონალდ ტრამპი – “მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა”

დონალდ ტრამპი - "მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა"ტრამპიაშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მალარიისა და ართრიტის საწინააღმდეგო მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენა.

ტრამპის თქმით, აღნიშნული პრეპარატი დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით აინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით.

ტრამპის განმარტებით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.