3 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამერიკიდან ჩამოსული 1 ოჯახის წევრია

3 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამერიკიდან ჩამოსული 1 ოჯახის წევრია“კურიერის” ინფორმაციით, სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან. ცოლ-ქმარი შვილთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. ისინი საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 43-ს შეადგენს.