“ქართული ოცნების” წევრ ბენო ქაშაკაშვილს და მისი მეუღლეს კორონავირუსი აქვთ 

 "ქართული ოცნების" წევრ ბენო ქაშაკაშვილს და მისი მეუღლეს კორონავირუსი აქვთ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა შორის “ქართული ოცნების” წევრი, სასტუმრო “ვინოტელის” მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ავრცელებს.

“ამ წუთას ვესაუბრე ჩემს მეგობარს სასტუმრო “ვინოტელის” მეპატრონეს, ბენო ქაშაკაშვილს, რომელიც არ მალავს რომ აქვს ვირუსი და ამიტომაც ვწერ მის სახელს მისივე ნებართვით. თავს გრძნობს კარგად აქვს დაბალი სიცხე და აქეთ გვამხნევებს ყველას”, – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.

ია ფარულავა განმარტავს, რომ ბენო ქაშაკაშვილი არ იმყოფებოდა 400 კაციან სუფრაზე.

“ძალიან ცუდად გააშუქა ერთერთმა არხმა ბენოს თემა:
1. არ იყო 400 კაციანი ორმოცი. როგორც ასეთი იყო ვახშამი ახლობლების, ალბათ 20 ადამიანიც არ იქნებოდა.
2. არც არავინ ჩამოსულა რუსეთიდან…
3. გარდაცვლილ რომანოვს მე კარგად ვიცნოდი, ძალიან უყვარდა საქართველო და აქ ყავდა ბევრი მეგობარი….საოცარი ადამიანი იყო….ბენომ შეკრიბა მისი მეგობრები და აღნიშნეს ვახშამით მისი 40 …..უბრალო ოჯახური შეკრება შეიძლება დარქმეოდა ამ ვახშამს.
4. არავითარი დელეგაცია არ წასულა კახეთში ექსკურსიაზე.
5. ბენოს და მის მეუღლეს ვირუსი გადაედო ქართველი ადამიანისგან, რომელიც გადის მკურნალობას”, – წერს ია ფარულავა.