ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან. მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა პასუხი ახლა გახდა ცნობილი. „ბოლო 1 საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე რომ, ამჟამად არის 23 შემთხვევა. ერთი ჩვენ საავადმყოფოში წევს, […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.
რომიდან 2 სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოფრინდა – მათ 2 კვირიან კარანტინში მოათავსებენ
იტალიიდან 156 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ამ წუთებში თბილისის აეროპორტში ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა სპეციალური რეისი შეასრულა. მგზავრებს წამოსვლისას უკვე ჩაუტარდათ შემოწმება და მათ კორონავირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ, თუმცა პრევენციის მიზნით ყველა მათგანი 14 დღით საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანაში 10 საკარანტინო სივრცე მოქმედებს. ჩამოყვანილი 156 მოქალაქე ამ სივრცეებში გადანაწილდება. კარანტინის შესახებ […]
COVID 19 – აშშ-ის 1 სენატორი და 5 კონგრესმენი თვითიზოლაციაში იმყოფება
აშშ-ის ერთი სენატორი და ოთხი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ თებერვლის ბოლოს, კონსერვატიული ძალების კონგრეზე (CPAC) ისინი შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს პირს, რომელსაც შემდგომ კორონავირუსი დაუდგინდა.ესენი არიან ტეხასის შტატის სენატორი ტედ კრუზი, არიზონელი კონგრესმენი პოლ გოზარი, კონგრესმენი ჯორჯიის შტატიდან დაგ კოლნზი და ფლორიდელი მეტ გეტსი. ასევე […]
“კორონავირუსის სიმპტომები დაინფიცირებიდან ხუთი დღის განმავლობაში ვლინდება”
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 5 დღეს შეადგენს. კოვიდ-19-ის ვირუსი, რომლის სიმპტომებს წარმოადგენს სიცხე, ხველება და სუნთქვის პრობლემები, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა და 115.000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა კორონავირუსით დაინფიცირებულთა ანალიზის შედეგად დაადგინდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაავადებულებს სიმპტომები 5 დღეში აღენიშნებათ. მკვლევართა აზრით, მათ ვისაც მე-12 დღის შემდეგაც სიმპტომები არ […]
რომიდან თბილისში სპეცრეისი გამოფრინდა
კადრები სპეცრეისიდან რომი-თბილისი: საქართველოს 200 მოქალაქე, რომლებიც იტალიაში ფრენების გაუქმების გამო დარჩა, საქართველოში ჩარტერული თვითმფრინავებით მოჰყავთ. კადრებში ჩანან ბორტგამცილებლები, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით მგზავრობენ. მათ, გაიარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟიც. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მგზავრს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა ისინი, საქართველოში ჩამოსვლისთანავე სპეციალურ შემოწმებას გაივლიან და კარანტინში გადავლენ. “რეისზე იმყოფება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეისზე იყო რეგისტრირებული. […]
რა აცვია ქართულ ეკიპაჟს, რომელიც 200 ქართველს იტალიიდან ჩამოიყვანს
საქართველოს ავიახაზების, Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები იტალიიდან საქართველოში გამოსაფრენად მზად არიან. ორი თვითმფრინავით ქვეყანაში, ჯამში, საქართველოს 200-მდე მოქალაქე ჩამოვა. იმის გამო, რომ გამკაცრებულია უსაფრთხოების წესები, მათ სპეციალური აღჭურვილობის ჩაცმა უწევთ. ჩამოფრენის შემდეგ, ეკიპაჟის ყველა წევრი ორი კვირის განმავლობაში საკარანტინე ზონაში მოხვდება. საქართველოდან იტალიის მიმართულებით თვითმფრინავი დღეს, 10 მარტს დილით გაფრინდა. მარშალპრესი
გორში მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით 3 პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით 3 პაციენტია მოთავსებული. ორი პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადააგზავნეს და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. მესამე პაციენტის ანალიზებს კი ლაბორატორიაში დღის განმავლობაში გაგზავნიან. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
საჩხერის საკარანტინე სივრცეში 30 ადამიანი შეიყვანეს, ყველა მათგანი იტალიაში იმყოფებოდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს საკარანტინე სივრცეში გუშინ, გვიან ღამით 30 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერ მაია ხელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროში კარანტინს სულ 31 ადამიანი გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია იმ ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობაც, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული. „თითოეულ მათგანს მიცემული აქვს ინსტრუქცია და ორი […]










