COVID 19 – აშშ-ის 1 სენატორი და 5 კონგრესმენი თვითიზოლაციაში იმყოფება

COVID 19 - აშშ-ის 1 სენატორი და 5 კონგრესმენი თვითიზოლაციაში იმყოფებააშშ-ის ერთი სენატორი და ოთხი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ თებერვლის ბოლოს, კონსერვატიული ძალების კონგრეზე (CPAC) ისინი შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს პირს, რომელსაც შემდგომ კორონავირუსი დაუდგინდა.ესენი არიან ტეხასის შტატის სენატორი ტედ კრუზი, არიზონელი კონგრესმენი პოლ გოზარი, კონგრესმენი ჯორჯიის შტატიდან დაგ კოლნზი და ფლორიდელი მეტ გეტსი. ასევე თვითიზოლაციაშია კონგრესმენი რესპუბლიკელი მარკ მედოუზი, რომელიც 7 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა აპარატის უფროსად დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა, თუმცა მას უშუალო შეხება კორონავირუსით დაავადებულ პირთან არ ჰქონია. ტრამნპი აცხადებს, რომ მას არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება და იზოლაციას არ საჭიროებს.

თვითიზოლაციაშია დემოკრატი კონგრესმენი ქალიც, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან.

დღეისთვის აშშ-ში კორონავირუსით დაავადებს 738 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID 19-ით გარდაცვლილია 26 ადამიანი.