თენგიზ ცერცვაძე – ”ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო“

თენგიზ ცერცვაძე - ”ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო“ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა პასუხი ახლა გახდა ცნობილი.

„ბოლო 1 საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე რომ, ამჟამად არის 23 შემთხვევა.

ერთი ჩვენ საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცოდით, ის არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ 3 დაინფიცირდა, პაციენტი ნომერი ხუთისგან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში, 2 ოჯახი იყო იტალიაში და ამ 2 ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი. ის ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა, როგორც ამბობს, ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

იპნ