იტალიიდან ჩამოსული ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელი ინფექციურში გადაიყვანეს – მას სიცხემ მე-17 დღეს აუწია

იტალიიდან ჩამოსული ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელი ინფექციურში გადაიყვანეს - მას სიცხემ მე-17 დღეს აუწიაახალგაზრდა ქალი, რომელიც მაღალი ტემპერატურით ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 8 მარტს შეიყვანეს, დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

პაციენტს კორონავირუსზე ანალიზები გაუკეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი მათთან ბაკურიანიდან შეიყვანეს.

30 წლამდე ასაკის ქალი იტალიიდან საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერატურის მატება კი ჩამოსვლიდან მე-17 დღეს დაეწყო.

იგი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.

პრაიმტაიმი