“გერმანიიდან 5 დღის წინ ჩამოვიდა, ჰქონდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი” – რუსთაველი პაციენტი ინფექციურში გადაიყვანეს

"გერმანიიდან 5 დღის წინ ჩამოვიდა, ჰქონდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი" - რუსთაველი პაციენტი ინფექციურში გადაიყვანესპაციენტს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა – ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” რუსთავის #1 დიაგნოსტიკურ ცენტრში განუცხადეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას, ყელის ტკივილით, ხველებითა და ტემპერატურის მატებით მიმართა.

“მოგვმართა პაციენტმა, რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში და ჩამოვიდა 5 დღის წინ. პაციენტს ჰქონდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი. დავრეკთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გამოგვიგზავნეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და პაციენტი გადაიყვანეს ბოჭორიშვილის ინფექციურ კლინიკაში. ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ უკეთებენ გადასხმებს და არის სიმპტომატურ მკურნალობაზე. არ ვიცით ჯერ დაუდგინდება თუ არა პაციენტს ვირუსი”, – განაცხადა რუსთავის მედიცინის სახლის დირექტორმა მერი ლოლაძემ.

რუსთავში სამედიცინო დაწესებულებას პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ინფორუსთავი