სენაკში მშობიარობისას 37 წლის მაკა ფაჩულიაა დაიღუპა

 სენაკში მშობიარობისას 37 წლის მაკა ფაჩულიაა დაიღუპასენაკის სამშობიარო კლინიკაში ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ქალის მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რაც შეეხება ახალშობილ ბიჭს, ის გადარჩა. როგორც ცნობილია, ქალი პირველ შვილზე იყო ორსულად. როგორც სენაკის ქრონიკა წერს, გარდაცვლილი 37 წლის მაკა ფაჩულიაა.