გორის 3 საავადმყოფოში – გორმედში, სამხედრო ჰოსპიტალსა და იავნანაში – 1 წლის განმავლობაში ჯამში 506 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით, “გორმედი” “ლიდერობს”. 2019 წელს გორმედმა 378 პაციენტი დაკარგა.
რაც შეეხება სამხედრო ჰოსპიტალს, აქ 3-ჯერ ნაკლები გარდაცვლილი პაციენტია. ჯამში, წლის განმავლობაში, ჰოსპიტალში 127 პაციენტი დაიღუპა.
ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტების გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების ემბოლიის გამო. ამ მიზეზით, 16 პაციენტია გარდაცვლილი.
სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო, ჰოსპიტალში 12 პაციენტი გარდაიცვალა. შედარებისთვის, აღნიშნული მიზეზით, “გორმედში” გასულ წელს ყველაზე მეტი გარდაიცვალა. აქ 378 გარდაცვლილიდან 254 სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
ცალკე უნდა აღინიშნოს, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი “იავნანა”, სადაც წლის განმავლობაში მხოლოდ 1 პაციენტი გარდაიცვალა. მიზეზი კი, დაუზუსტებელი ლოკაციის საშარდე გზების ინფექცია გახდა.
რადიო მოზაიკა

