რუსუდან ლაგვილავა – “ავთო წერეთელი სასწრაფომ უგონო მდგომარეობაში შემოიყვანა, ამჯერად სტაბილურადაა”

რუსუდან ლაგვილავა - "ავთო წერეთელი სასწრაფომ უგონო მდგომარეობაში შემოიყვანა, ამჯერად სტაბილურადაა"კლინიკა “ჰელსიკორის” გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას განცხადებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს პირველადი ანალიზები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გულზე გარკვეული ცვლილებები აქვს და ამჟამად მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.

“ავთო წერეთელი სასწრაფოს მიერ, უგონო მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი. მადლობა მინდა, ვუთხრა 112-ის ბრიგადას, რომელმაც მას მართლაც კვალიფიციური მომსახურება გაუწია. კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა პირველადი ანალიზები, ასევე კორონაროგრაფია, იყო გარკვეული ცვლილებები გულზე, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენდირებისგან. მიმდინარეობს დაკვირვება პაციენტზე, რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სტრესის შედეგია. შემოსვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ამ მომენტში არის სტაბილური. უტარდება დეტალური კვლევები, რომ დადგინდეს, რამ გამოიწვია მისი ასეთი მდგომარეობა. ხვალ დილისთვის გვეცოდინება, რამდენ ხანს მოუწევს პაციენტს კლინიკაში დარჩენა”,- განაცხადა ლაგვილავამ.

იპნ