ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი შეეხება 20 ხორცსაკეპს.ადგილობრივ ხელისუფლებაში “ლაივპრესს” განუმარტეს, რომ ტექნიკას გადასცემენ იმ ქალებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ.
“მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა ორგანიზაციას მერიისგან გაეგზავნება წერილი, თუ ვის თვლინ საჭიროდ, რომ წარადგინონ. აბსოულუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს რა თქმა უნდა”, – გვითხრეს მერიაში.
ხორცსაკეპების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 ათას 980 ლარია.
მიწოდების ვადაა ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან მიმდინარე წლის 20 მარტამდე.
ლაივპრესი

