შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. დათის არაერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა იგი ისრაელში იმყოფება. დათის ოჯახის წევრები თუ ახლობლები, ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან საზოგადოებას. სოციალურ ქსელში აქტიურია მისი დედა, ქრისტინე მამუკაშვილიც. ამჟამად იგი დათის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ისრაელში, ერთ-ერთ ტაძარშია გადაღებული.
კატეგორია: საზოგადოება
„არანაირი ფაქტი არ არსებობს, მე არ ვიცნობ ნინი მოხევიშვილს“ – რუსთავის სამშობიაროს დირექტორი
რუსთავის სამშობიაროს დირექტორი მზად არის გაყიდული ბავშვების საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს – ალექსანდრე ბარავკოვი “პირველების” კამერასთან გამოჩნდა. მედიკოსი ბრალდებებს უარყოფს, ამბობს რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და არც გამოძიებას აქვს. არანაირი ფაქტი არ არსებობს, მე არ ვიცნობ ნინი მოხევიშვილს. დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება ხუმრობით ვთქვი, რომ 90-იან წლებში ასეთი რამ (ბავშვთა გაყიდვა) ხდებოდა. აბსოლუტურად არაფერი […]
18 წლამდე გოგონებს სუროგაციისთვის ზოგჯერ იძულებით იყენებდნენ – კვალი სტამბოლიდან საქართველომდე მოდის
სკანდალი, რომლის კვალი სტამბოლიდან საქართველოში მიდის – ამ სახელწოდებით სტატიები თურქულ მედიაში გამოჩნდა. წამყვანი გამოცემები წერენ, რომ 18 წლამდე ასაკის გოგონებს, რიგ შემთხვევაში იძულებით, რიგ შემთხვევაში კი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ არალეგალურ საქმიანობაში ჩართვაზე ითანხმებდნენ. საუბარია სუროგაციის გზით არასრულწლოვნების განაყოფიერებაზე, რასაც წინ უძღვის მათი სპეციალური მომზადება – პრეპარატების მიღება და კვერცხუჯრედების ხელოვნური მომწიფება. ირკვევა, რომ მოზარდი […]
ქუთაისის მერია პაატა გულიაშვილს ავანგარდის დასახლებაში სიმღერისთვის უტენდეროდ 5 100 ლარს გადაუხდის
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში პაატა გულიაშვილის სიმღერა ადგილობრივებს 5 100 ლარი დაუჯდებათ. იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ ქუთაისის მერია მსახიობ პაატა გულიაშვილს, რომელიც დღეს იმღერებს, 5100 ლარს უტენდეროდ აუნაზღაურებს. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტომ გადაწყვეტილება 18 აგვისტოს მიიღო. იმის გამო, რომ თანხა აღემატება 5 ათასს ლარს და ტენდერის ჩატარებაა საჭირო, ქუთაისის […]
ისტორიაში პირველად, ადამიანს COVID-19, მაიმუნის ყვავილი და შიდსი ერთდროულად დაუდგინდა
სამედიცინო ჟურნალი Journal of Infection-ი წერს, რომ ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად დაუდგინდა COVID-19, მაიმუნის ყვავილი და შიდსი. ინფიცირებული პაციენტი 36 წლის იტალიელია, რომელიც 16-20 ივნისს ესპანეთში ისვენებდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაეწყო ყელის ტკივილი, დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კაცმა ქალაქ კატანიას საავადმყოფოს მიმართა. თავდაპირველად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შემდეგ კი გამონაყარი და წყლულები გაუჩნდა. […]
ბიძინა კულუმბეგოვი – „შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6.000-დან 20.000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს“
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია. კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ტესტირება ჩაიტარონ. „თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20. 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია […]
თბილისის რომელ უბნებს შეუწყდება წყალი 34 საათით
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს: ,,29 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 აგვისტოს 12:00 საათიდან 30 აგვისტოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძე, კაკაბაძეები, ზალდასტანაშვილი, ზანდუკელი, ზ. […]
პოლონეთში 35 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს
„ეს რომ აფეთქდეს, გაგვისვრის სადღაც“ – ახალციხისკენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კვამლშია გახვეული
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კვამლშია გახვეული. არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზეც გადავიდეს. ხანძარ საწინააღმდეგო თხრილები გაკეთებულია ნავთობსადენის მთელ პერიმეტრზე. სოფელ თისელის შესასვლელი ჩაკეტილია. ადგილს ახლა პოლიციაა იცავს. ჩამკეტ პუნქტთან მუშაობენ მეხანძრე მაშველები და ჯარი. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ცეცხლი ნავთობ სადენს მიახულოვდება, ხალხს გახიზვნაა მოუწევს. „ბაქო-ჯეიჰაინის ხაზი გადის, კაცო, და დაჩმაკეტია იქ და დარბიან… ეს […]
როდემდე იქნება სიცხე საქართველოში – ამინდის პროგნოზი 1-ელ სექტემბრამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში […]