გამოცდაზე 10.846 პედაგოგიდან 8.206 ჩაიჭრა

2022 წელს 10.846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის. დაწესებული ბარიერი კი მათგან მხოლოდ 2.640-მა გადალახა.

etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12.628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9.315 პედაგოგი იყო, ხოლო 3.313 წამყვანის სტატუსის.

რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე 8.102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი წარმატებით 2.456-ნა გადალახა.

რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2.744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ 184-მა გადალახა.

შეფასებისა და გამოცდების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ უფროსი/წამყვანი მასწავლებლების გამოცდა ჯამში, 8 206-მა პედაგოგმა ვერ ჩააბარა.