ქუთაისელი ექიმი ეკა რობაქიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნაზარიშვილის სახელობის კლინიკა ავრცელებს. ,,შპს ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკა რობაქიძის გარდაცვალების გამო. ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ გამორჩეული ადამიანი, ექიმი და მოქალაქე დაკარგა… ძნელია საუბარი დღეს ეკაზე, როგორც ამ ქვეყნიდან უკვე წასულ ადამიანზე… ის იყო ღირსეული, პროფესიონალი, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, მეგობრებისთვის […]
კატეგორია: საზოგადოება
თეა წულუკიანი – „გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე… წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ”
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: „ჰკითხეთ გახარიას რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, […]
„გადავწყვიტე, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს კბილი ერთი ღამით დამეტოვებინა ჩემს საველე ზურგჩანთაში“ – ნიკა ვანიშვილი „ადამის კბილზე”
კულტურის სამინისტროს მიერ გადამალული კბილი სავარაუდოდ პროკურატურაში ინახება. საქმეზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. წულუკიანის უწყების გენინსპექციამ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ერთ-ერთი მეცნიერის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო და ამტკიცებს, რომ შენახვის ადგილი და პირობები ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული არ ყოფილა. თავად პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი ამბობს, რომ კბილი განსაკუთრებით დაცულ გარემოში უნდა განთავსებულიყო, სეიფის გადატანა ვერ მოახერხა და გადაწყვიტა, ერთი […]
„მე ქვეყნიდან მივდივარ”- „საბას” გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი
საქართველოდან მწერლებიც მიდიან – ქვეყანას, ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი ტოვებს. ჯილდოს მიღების შემდეგ, მწერალმა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა. პრემია კი როგორც თავად ამბობს, ემიგრანტ დედებსა და უმუშევარ მამებს მიუძღვნა. თემო რეხვიაშვილმა ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა წიგნით – კურიერის ამბები. გუშინ ვფიქრობდი, თუ მე ავიღე ეს ჯილდო, რა ვთქვა-მეთქი და პატარა დავწერე […]
ბათუმის უნივერსიტეტმა პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნები დაურიგა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო, „კონსტიტუციური სამართალი” გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს. მათივე ცნობით, „საჩუქარი” პირველკურსელებს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სახელით გადაეცათ.
1,8 მლნ წლის კბილი – მასშტაბური აღმოჩენა დმანისში
ოროზმანის არქეოლოგიური გათხრების უნიკალური აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოა პირველი ევროპელების სამშობოლო. კბილი – რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა – 1.8 მლნ წლისაა და ის ჰომოსაპიენსის უახლოეს წინაპარს ეკუთვნის. ოროზმანი სოფელია დმანისში. ეს აღმოჩენა კი ამყარებს დმანისის კიდევ ერთი სახელოვანი აღმოჩენის მნიშვნელობას. აღმოჩენის შესახებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიაში ბევრი დაიწერა, მათ შორის […]
მეუფე ანტონი – „მილიანერი ვარ…“
„მილიანერი ვარ…” – ამბობს „მთავართან” ინტერვიუში სინოდის წევრი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მეუფე ანტონი ერთდროულად სამ სახლს წავკისში, დიღომსა და ჩაქვში იშენებს. ფლობს წილებს 8 კომპანიაში, საიდანაც 2 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. 157 კვ/მ ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე; უძრავ ქონებას წავკისში, ტაბახმელაში, ვანსა და ბაღდათში. ხელმძღვანელობს საპატრიარქოს რამდენიმე ფონდსა და გიმნაზიას. სუს-ის კრებსებს თუ […]
ქართველი მილიარდერი მოსკოვიდან თბილისში ივანიშვილზე დიდ სასახლეს აშენებს
ქართველი მილიარდერი მოსკოვიდან რომელიც პუტინის ოლიგარქებთან კავშირში ამხილეს, თბილისში ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე უფრო მაღლა და უფრო გრანდიოზულ შენობას აშენებს – პაატა გამგონეიშვილის საეჭვო გამდიდრებისა და კავშირების შესახებ ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება „ნოდარ მელაძის შაბათმა” ჩაატარა. მილიარდერი გამგონეიშილი „შაბათის ეთერის” ყურადღების ეპიცენტრში საერთაშორისო მედიის ინტერესის გამო მოექცა. პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქების დასანქციების შემდეგ, გამგოენიშივლის და ოლიგარქების კავშირები ჩეხი გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანი […]
ქუთაისის ცენტრში რუსული „გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსი გამოჩნდა
აფხაზეთის ომში უკრაინელმა პილოტებმა 7.634 საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს
ცნობილია, რომ აფხაზეთის ომში უკრაინელმა პილოტებმა 7.634 საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს. პოლკოვნიკი ვალერი ჩალი იხსენებს: „ვდგებოდით დილის 4სთ-ზე, ფრენას 5-6 სთ-ზე ვიწყებდით. ვბრუნდებოდით 40-50 წთ-ით საწვავის შესავსებად და ისევ მივფრინავდით, მუშაობას კი გვიან ვამთავრებდით. ხალხი ჩვენ გველოდა, ბორტზე 40 კაცს ვიღებდით და ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდით, როცა ნორმა მხოლოდ 24 კაცი იყო. ვლოცულობდით, რომ აეროდრომამდე […]










