პატრიარქმა მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთიდან საპატრიარქოში გამოიძახა

პატრიარქმა მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთიდან საპატრიარქოში გამოიძახასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2022 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული ოფიციალური წერილით საქართველოში, საქართველოს საპატრიარქოში გამოიძახა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

პატრიარქმა მეუფე ზენონი საქართველოში გამოიძახა საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ქართულ სამრევლოები უკანასკნელ ხანებში წამოჭრილი დაძაბული პროცესების გამო.

ამჟამად მთავარეპისკოპოსი ზენონი იმყოფება დიდ ბრიტანეთში.

„მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“