მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მივიდა – ვიდეო

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მივიდა - ვიდეოჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც მას სასულიერო პირები და მრევლი ელოდებოდა. ისინი სინოდის მიერ ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებულ მეუფეს მხარდაჭერას უცხადებენ.
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის მხარდასაჭერი პარაკლისიც აღავლინეს.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/434753653723955/