გახარია პატრიარქს 10 წუთით შეხვდა

გახარია პატრიარქს 10 წუთით შეხვდაპრემიერი მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა. მან საპატრიარქოში მხოლოდ 10 წუთი დაჰყო. უცნობია რა თემაზე ისაუბრეს პატრიარქმა და გახარიამ.

ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენლები, თუმცა შენობაში არც ოპერატორი და არც გახარიას პირადი ფოტოგრაფი შეუშვეს.

გახარიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. შესაბამისად უცნობია რაზე ისაუბრეს მხარეებმა.

ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, შეეხნენ თუ არა პატრიოარქი და გახარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია “ეჩალიჩებოდნენ”, რომ პატრიარქი გადაეყენებინათ.