პატრიარქის პასუხი პეტრეს – „რომ მოხვედი, რა კარგი იყავი და რა დაგემართა!“

პატრიარქის პასუხი პეტრეს – „რომ მოხვედი, რა კარგი იყავი და რა დაგემართა!“იცით რა სიტყვები უთხრა სინოდის სხდომაზე – რომ მოხვედი რა კარგი იყავი და რა დაგემართაო. ასე გაბრაზებული მამაც კი ვერ ეტყვის შვილს“,- ამის შესახებ  ვაშლიჯვრის მაცხოვრის სახელობის დეკანოზმა, დავით ქვრივიძემ, მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებებსა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც ახლა პატრიარქმა გააკეთა და მოითმინა ამას ბევრი მღვდელი და მღვდელმთავარი ვერ შეძლებს. მეუფე პეტრე თავიდან რომ მოვიდა ეკლესიაში, პატრიარქმა შეიფარა, მოეფერა, დაბანა, ჩააცვა, თავის ფრთებქვეშ შეიფარა.

მიტროპოლიტი გახადა კაცი. იცით რა სიტყვები უთხრა სინოდის სხდომაზე- რომ მოხვედი რა კარგი იყავი და რა დაგემართაო. ასე გაბრაზებული მამაც კი ვერ ეტყვის შვილს.

კაცი გლოვობს და ტირის. 2-3 წლის წინ, როცა ათონის მთიდან მამა ეფრონი იყო ჩამოსული, იმისთვის უთქვამს – ვისი იმედიც მქონდა, ყველამ მიმტყუნაო, მაგრამ ღმერთმა იმდენჯერ გადამარჩინა… სულ ხელი აქვს ჩაკიდებულიო. აქედან ჩანს უწმინდესის, სახარებისეული მწყემსის კეთილი სიტყვები. ჩვენც ვიცით, რომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენ,ი მაგრამ ამის რეალობაში გაკეთება ძალიან ძნელია“,- განაცხადა დეკანოზმა დავით ქვრივიძემ.

გუშინ სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.

სივაისი