საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, სანდრო ბერაძეს ოჯახი და მეგობრები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ოჯახის წევრები შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ და გამომწვევ მიზეზად სანდროს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებენ. მათი თქმით, სწორედ ამის გამო მას თვითმკვლელობის მცდელობები გაუჩინარებამდეც ხშირად ჰქონდა. ინფორმაციის შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე: 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 […]
კატეგორია: საზოგადოება
პირველი არხის ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა, ეძებს
ვანო ჩხარტიშვილი მეუფე იაკობზე – „ღმერთმა უშველოს ყველა გაჭირვებულს“
ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარი “მთავარ არხთან” გააკეთა. „ღმერთმა უშველოს ყველა გაჭირვებულს“ – განაცხადა ჩხარტიშვილმა. მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პატრიარქის გადაყენების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. მეუფე იაკობი – “გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო”
მეუფე იაკობი – “ჩინჩალაძეს და მურუსიძეს ვაფრთხილებ”
კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმის სკანდალურ დეტალებზე და “ქართულ ოცნებასთან” მის ღია დაპირისპირებაზე ისაუბრა. ქორეპისკოპოსის თქმით, მას ებრძვიან და მან მურუსიძე- ჩინჩალაძე გააფრთხილა თუ მის მიმართ რაიმე სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება საქართველოს სასამართლოს გაანადგურებს. “შემდეგ თვეში ჩემი სასამართლო არის და პირდაპირ გეტყვით თუ ჩემს წინააღმდეგ რამე წავიდა, სასამართლო აღარ იქნება. ჩინჩალაძეს და მურუსიძეს მოვაშორებ მაქედან” […]
მეუფე პეტრე – “პროკურატურა მეუფე იაკობის ცილისმწამებლური განცხადებებით უნდა დაინტერესდეს”
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ქორეპისკოპოს იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის სინოდის პირველივე სხდომაზე დააყენებს საკითხს ქორეპისკოპოსის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მეუფე პეტრე პროკურატურას მიმართავს, ქორეპისკოპოს იაკობის ცილისმწამებლური განცხადებებით დაინტერესდეს. “იაკობის დღევანდელი განცხადება ჩემი აზრით, არის სრული ბოდვა არაფხიზელ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე მის არაადეკვატურობაზე და არაადამიანურ განცხადებაზე ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება. მივმართავ პროკურატურას, რომ […]
„მიშას ღვინო“ 1 ბოთლი 700 ევროდ გაიყიდა“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მომწონს, რომ ზუგდიდში არჩევნების შემდეგაც, სანდრამ არ მიივიწყა იქაურობა და სხვა საქმეებთან ერთად გახსნა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებელი ცენტრი. ამ ცენტრისთვის ფულის შესაგროვებლად ჰოლანდიაში ჩატარდა აუქციონი და სხვა საგნებთან ერთად გაიყიდა სახლში დარჩენილი ბოლო ბოთლი ჩემს ვენახში დაწურული მიშას ღვინო, 700 ევროდ. თავის დროზე ათასობით ბოთლს ვარიგებდით ხოლმე […]
“კოზლოსვადბა” – შემწვარი თხები სოხუმის რესტორანში – რატომ სცემეს ბესლან ხვარწკია
32 წლის აფხაზი ბესლან ხვარწკია, რომელმაც სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ქორწილის ფოტოები ინტერნეტში წარწერით “козлосвадьба” განათავსა, საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ apsadgil.info ავრცელებს. ადგილობრივი ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა. ხვარწკიას ტვინის შერყევა აქვს, გატეხილი აქვს ასევე ცხვირი, დაზიანებული აქვს მკერდის ძვლები და მრავლობით სისხლჩაქცევები აღენიშნება. აფხაზეთის მოსახლეობის […]
ტაქსისტი ძმები ქართველიშვილების დედა გარდაიცვალა
ძმების დედა, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდ,ა გარდაიცვალა. ამის შესახებ ნიკა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ,” – დაწერა ერთ-ერთმა ძმამ სოციალურ ქსელში. ნიუპოსტი
ბოტანიკურ ბაღში მესამეკლასელი ბავშვის მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია
ბოტანიკურ ბაღში, 18 ოქტომბერს, ვიზიტორების მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია. ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან აცნობეს. “19 ოქტომბრიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მონიტორინგი ბაღის ჰერპეტოლოგის მიერ, რის შედეგადაც გიურზა იპოვეს და დღეს ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ქვეწარმავალი ამჟამად სპეციალისტის დაკვირვების ქვეშაა”- აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.
თბილისში 22 წლის სპორტსმენი შაურმამ მოწამლა – ბიჭი პარალიზებულია
თბილისში, ზაფხულში 22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა – ამის შესახებ, ახალგაზრდა ბიჭის დედამ მანანა გოროზიამ გადაცემაში “სხვა ნანუკაში” ისაუბრა. დედის თქმით, 22 წლის სპორტსმენი რეაბილიტაციას გადის თუმცა, მდგომარეობა მძიმეა. “საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს, ექიმმა უთხრა რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, […]









