“კოზლოსვადბა” – შემწვარი თხები სოხუმის რესტორანში – რატომ სცემეს ბესლან ხვარწკია

"კოზლოსვადბა" - შემწვარი თხები სოხუმის რესტორანში - რატომ სცემეს ბესლან ხვარწკია32 წლის აფხა­ზი ბეს­ლან ხვარწკია, რო­მელ­მაც სო­ხუ­მის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში წარ­წე­რით “козлосвадьба” გა­ნა­თავ­სა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ apsadgil.info ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

ხვარწკი­ას ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს, გა­ტე­ხი­ლი აქვს ასე­ვე ცხვი­რი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს მკერ­დის ძვლე­ბი და მრავ­ლო­ბით სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, მან “რაც და­იმ­სა­ხუ­რა ის მი­ი­ღო, რად­გან მისი ცე­მის მი­ზე­ზი აფხა­ზუ­რი ტრა­დი­ცი­ის შე­უ­რა­ცხყო­ფა გახ­და, რაც სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის უარ­ყო­ფას ნიშ­ნავს”.

“არ ვფიქ­რობ, რომ ის ბი­ჭე­ბი, ვინც ხვარწკია სცე­მეს, ტყუ­იან, არ შე­იძ­ლე­ბა დას­ცი­ნო ტრა­დი­ცი­ას, წარ­სუ­ლის ფა­სე­უ­ლო­ბებს. ჩვენ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ვართ, რო­მელ­თათ­ვი­საც ადა­თი იმა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი იუ­მო­რი, რო­მე­ლიც ვი­ღაც სუ­ბი­ექ­ტის თვი­თპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სუფ­რა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი შემ­წვა­რი თხე­ბი ტრა­დი­ცი­ის ნა­წი­ლია და მისი და­ცინ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლია ლა­ი­ბა.

სხვე­ბის თქმით, ხცარწკი­ას მი­მართ აფხა­ზე­ბის ასე­თი აგ­რე­სია ქარ­თვე­ლე­ბი­სა და რუ­სე­ბის რე­აქ­ცი­ებ­მა გა­მო­იწ­ვია.

ამ ფო­ტო­ებს ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი დამ­ცი­ნა­ვი და სარ­კას­ტუ­ლი პოს­ტი მოჰ­ყვა, რო­გორც რუ­სე­ბის, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან:

არ გინ­დათ თქვენ სი­ნათ­ლე­ზე გა­მოს­ვლა, ისევ “თხე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში” ყოფ­ნა გირ­ჩევ­ნი­ათ და ტყუ­ი­ლად ვცდი­ლობთ გა­მო­გათ­რი­ოთ. წვით ცხო­ვე­ლე­ბი და იცხოვ­რეთ ბედ­ნი­ე­რა­დო, – წერ­და ერთი რუსი.

“რო­დის უნდა დას­რულ­დეს ეს ამაზ­რზე­ნი ტრა­დი­ცია, თხა ცო­ცხლად თუ არ შე­იწ­ვა, ისე ვერ შე­ჭამთ? გა­ვი­გეთ, რომ აფხა­ზე­ბი შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხია, მაგ­რამ სხვა­ნი­ა­რად შე­ეძ­ლოთ თა­ვი­ან­თი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა”, – წერს ოლეგ შუ­ბე­კია.

ინ­ცი­დენ­ტი 21 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. სო­ხუ­მის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რომ მათ­თან მი­იყ­ვა­ნეს ახალ­გაზ­რდა კაცი, სხე­ულ­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით.

სო­ხუ­მის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­რე­შე საქ­მეს ვერ აღ­ძრა­ვენ, “ფე­ის­ბუქ­ზე” გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა კი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის და­წყე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის.

სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ლი სო­ხუ­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ რეს­ტო­რან­ში აფხა­ზურ­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ხა­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ისი­ნი აფხა­ზე­თის “მა­ფი­ო­ზურ კლან­ში” წამ­ყვან ად­გილს იკა­ვე­ბენ, რად­გან ქა­ლა­ქის ცენ­ტრში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი და­ან­გრი­ეს, მის ად­გილ­ზე კი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნეს. მა­შინ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნით, ვან­და­ლიზ­მის მუხ­ლით საქ­მეც აღიძ­რა, თუმ­ცა, აფხა­ზებ­მა ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე “მო­აგ­ვა­რეს” და საქ­მეც და­ი­ხუ­რა.

აფხა­ზი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თხელ დას­ჯი­ლან და ეს ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა.

ამბები