განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით სქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. იხილეთ ჩამონათვალი: სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019 სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII […]
კატეგორია: საზოგადოება
ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა
ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს ამაზონის ტყეების გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდებს. “ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ესაა მოწოდება მოქმედებისკენ. დღეს მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა […]
თბილისის მერიას ყინულის მოედანი დაუდნა
თბილისის მერიის ფიგურული სრიალის ცენტრში ბავშვები უკვე ორი კვირაა ვერ ვარჯიშობენ. არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერიას კოსტავას 75ა-ში მდებარე ყინულის მოედანი დაუდნა. ცნობილი მოციგურავის, მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ცენტრი, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილადია წელიწადის ყველა დროს. თუმცა, მოძველებული ტექნიკისა თუ სავალალო შემთხვევის წყალობით, დანადგარი, რომელიც ყინულის შენარჩუნებაზე იყო პასუხისმგებელი, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომლებიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები […]
ატოცელი თინა ბირთველიშვილი – ”აქედან წასვლას არავინ ვაპირებთ”
სოფელში რეალურად სხვა ვითარებაა. ჩავრთავთ ტელევიზორს და ისეთ განცხადებებს ვისმენთ, თითქოს ატოცზე კი არა, სხვა ადგილზეა ლაპარაკი, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ატოცის მცხოვრებმა თინა ბირთველიშვილმა განუცხადა. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა იმის საფრთხეს ვერ ხედავენ, რომ სოფლიდან სადმე წასვლაზე იფიქრონ. “ძალიან ცუდია, რომ ორ ნაბიჯში ოკუპირებული ტერიტორია და მიწის ნაკვეთებსა და […]
40 ქართველი ბარსელონას აეროპორტიდან გამოფრენას ვერ ახერხებს
ბარსელონასა და მადრიდში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მრავალათასიანი დემონსტრაცია გამართეს. საპროტესტო გამოსვლა ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. არიან დაკავებულები და დაშავებულები. არეულობის გამო ქვეყანაში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა. 40-მდე საქართველოს მოქალაქე უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. “ახლა ბარსელონის აეროპორტში ვიმყოფები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულდება ფრენა, გარდა საქართველოსი. […]
თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია
„თბილისის უბნები, რომლებშიც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: ▪️სანზონა ▪️სამგორი ▪️გლდანი ▪️ჩუღურეთი ▪️ისანი ▪️ვაზისუბანი კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფთხილე. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.“ – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
გიული ალასანია “მთავარი არხის” მეწილე გახდა
„მთავარი არხის“ მეწილე შპს საქართველოს უნივერსიტეტი გახდა. ამის შესახებ პრაიმ ტაიმი იუწყება. როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანიის 2%-ანი წილის მფლობელი გახდა. თავის მხრივ კი, საქართველოს უნივერსიტეტის 37,5%-ანი წილის მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა, 12,5%-ის – ნიკოლოზ ალასანია, ხოლო 50%-ის – მანანა სანაძე. ამჟამად „მთავარი […]
მარიამ კუბლაშვილი ცოტნე გამსახურდიას – “რას წერს, არ რცხვენია პრეზიდენტის შვილს?!”
„პრაიმტაიმის“ მეშვეობით მარიამ კუბლაშვილი ცოტნე გამსახურდიას სტატუსს პასუხობს, რომელშიც პირველი პრეზიდენტის შვილი, ადვოკატს დაზარალებული თოდაძის დებატებში გამოწვევის გამო, მწვავედ აკრიტიკებს. „ხომ არ სჯობს თავის კოსმეტიკური ფირმის, „დეშელი“ ერქვა თუ „დეშალი“ – თუ არ ვცდები, დაზარალებულებთან გადავიდეს დებატებში, თვითონ რომ გადაყარა და ათობით ადამიანი ედავება? ისე, როგორც მახსოვს, ეს კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატიც იყო და ამის მეათედი აქტივობა […]
ილია ჯიშკარიანი ყოფილი შს მინისტრის სიძეა
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანის ცოლი ნანა გვენცაძეა. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის შვილია. ამის შესახებ ჩვენთან ინტერვიუში ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. „პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცეები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც […]










