მეუფე პეტრე – “პროკურატურა მეუფე იაკობის ცილისმწამებლური განცხადებებით უნდა დაინტერესდეს”

მეუფე პეტრე - "პროკურატურა მეუფე იაკობის ცილისმწამებლური განცხადებებით უნდა დაინტერესდეს"ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ქორეპისკოპოს იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის სინოდის პირველივე სხდომაზე დააყენებს საკითხს ქორეპისკოპოსის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

მეუფე პეტრე პროკურატურას მიმართავს, ქორეპისკოპოს იაკობის ცილისმწამებლური განცხადებებით დაინტერესდეს.

“იაკობის დღევანდელი განცხადება ჩემი აზრით, არის სრული ბოდვა არაფხიზელ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე მის არაადეკვატურობაზე და არაადამიანურ განცხადებაზე ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება. მივმართავ პროკურატურას, რომ აუცილებლად არ დატოვონ უყურადღებოდ მისი დღევანდელი განცხადება მიუხედავად ჩემი შეფასებით მოძმისა, რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, პირობას ვაძლევ ყველას, რომ პირველ საკითხად თუ მანამდე მორალური შეგნება უღალატებს და არ წავა მონასტერში სინანულისათვის, აუცილებლად სინოდზე დაესმება წერტილი მის ამ არაადეკვატურობას და მინდა გითხრათ, რომ მეუფე იაკობის საქციელზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს პატრიარქს, ვინაიდან მან ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს როდესაც დააჯილდოვა და აიყვანა ხარისხში და აღამაღლა, მან თქვა ქადაგებისას, რომ მეუფე იაკობს ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული მაგრამ, ის ასრულებდა ჩემს დავალებას – ამ ლოგიკით დღესაც, მეუფე იაკობმა შეასრულა კათალიკოს პატრიარქის დავალება, ვინაიდან მან წაახალისა მისი არაადეკვატური და ეკლესიის მიმართ სამარცხვინო საქციელის გამო არაერთგზის ხსენებული ორი მილიონით საქართველოს საპატრიარქომ შეიძინა მაუწყებლობა “სტერეო +”-გან, რომელიც არის აბსოლუტურად გამჭირვალე, ისევე როგორც ჩემი ტელევიზიაში დანიშვნის პირველივე დღიდან 2008 წლიდან 2017 წლამდე თითოეულ კაპიკზე ვაგებ პასუხს” – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ნიუპოსტი