ბოტანიკურ ბაღში მესამეკლასელი ბავშვის მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია

ბოტანიკურ ბაღში მესამეკლასელი ბავშვის მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნიაბოტანიკურ ბაღში, 18 ოქტომბერს, ვიზიტორების მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია. ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან აცნობეს.

“19 ოქტომბრიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მონიტორინგი ბაღის ჰერპეტოლოგის მიერ, რის შედეგადაც გიურზა იპოვეს და დღეს ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ქვეწარმავალი ამჟამად სპეციალისტის დაკვირვების ქვეშაა”- აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.