პაატა სალია – ”თამთა მურადაშვილი იმიტომ გავუშვი, რომ ხელშეკრულების ნორმები დაარღვია”

პაატა სალია - ”თამთა მურადაშვილი იმიტომ გავუშვი, რომ ხელშეკრულების ნორმები დაარღვია”სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორმა სამსახურიდან იურისტის, თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. პაატა სალია ამბობს, რომ მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია.

„თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. თამთამ წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ, თითქოს, ის ჩემთან იყო შეთანხმებული.

მეორე რაც შეეხება, არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია, შესაბამისად, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

რუსთავი 2