“რუსთავი 2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს

“რუსთავი 2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს„რუსთავი2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც მურადაშვილი ამბობს, დღეს ის შვებულებაში უნდა გასულიყო, თუმცა შეიტყო, რომ არც შვებულება ეკუთვნის და დღეიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომელიც აღარ არის.

დეტალების გარკვევას თამთა მურადაშვილი მოგვიანებით აპირებს, თუმცა ადასტურებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.