დატბორილ მუნიციპალიტეტებში კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე- მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც პოლიცია 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე მგზავრებს არ ატარებს. უსაფრთხოებას მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები […]
კატეგორია: საზოგადოება
ნინო ნიჟარაძე – ”ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ”
სულ ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზედაც ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებზე ისაუბრა. მათ შორის დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. 2015 წლის ნოემბერში პრაიმ ტაიმმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ნინო ნიჟარაძესთან, რომელიც ბევრს საინტერესო დეტალს შეიცავს. გთავაზობთ ნინო ნიჟარაძის ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას, რომელიც 2015 წელს ამბებმა გამოაქვეყნა. […]
ნიკა გვარამია – ”ნინო ნიჟარაძე 26 მილიონ ლარს ითხოვს ჩემგან და რუსთავი 2-ის მეწილეებისგან”
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლებამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ტალღა წამოიწყო. „ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რ2-სთვის და თავისუფალი სიტყვისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რუსულ ორიენტაციასა და დასავლურ ორიენტაციას შორის ბრძოლის ხაზი გადის რუსთავი2-ზე და ეს უნდა გააცნობიერონ პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა. 9%-ის […]
“მთავრობისგან ვითხოვ დამაკმაყოფილონ ბინით ან თავს მოვიკლავ” – აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო “ამირანის” სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო “ამირანის” სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ირაკლი ფაჩულიას თქმით, რადიკალური ნაბიჯამდე იმიტომ მივიდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უსამართლო პოლიტიკა აქვს და მას ყურადღებას არავინ არ აქცევს. მისი თქმით, წლებია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს მაგრამ უარს ეუბნებიან. ადგილზე სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკპაჟებიც იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ირაკლი ფაჩულიასთან მივიდა სასულიერო პირი, რომელმაც ვითარების განმუხტვა […]
ხიზრი ალდამოვი გარდაიცვალა
70 წლის ასაკში გარდაიცვალა იჩქერიის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი. ამის შესახებ ინფორმაცია MULTIMEDIA.GE-ს გროზნოდან მიაწოდეს. ახლობლების ცნობით, რამდენიმე დღის წინ მას გულის შეტევა დაემართა და გროზნოს საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხიზრი ალდამოვი დაიბადა 1949 წლის 15 მარტს სოფელ დუისში. დაამთავრა გროზნოს პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით. მუშაობდა ინჟინრად სხვადსხვა საწარმოში, იყო გუდერმესის რაიონული საკვები კომბინატის […]
კვიციანი – კანაფი ერთხელ მოვწიე და არ მომეწონა, მომადუნა
ახალგაზრდების ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯში – ვიდეო
დავით გარეჯში ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. საქართველოს დროშებით აღჭურვილმა აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა დროზე მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორია დაიცვას. აქცია სოფელი უდაბნოდან, საგარეჯოდან და თბილისიდან ჩასულმა ახალგაზრდებმა გამართეს. დავით გარეჯში ვითარება 25 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც აზებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. […]
წყალდიდობა კახეთში – ლაგოდეხში 5 სოფელი დაიტბორა
გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დატბორა. დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი. სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა. „სახლში შემომივარდა წყალი და თუკი რამე მაქვს გაკეთებული დატბორა. ახლა მაშველები მოვიდნენ. გუშინ და გუშინწინ მარტო მე […]
ინგა ლონდარიძე – ”ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ – როდესაც ტელევიზიით იგებ, რომ მოკვდი”
სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა, მედიაში არასწორი ცნობების გავრცელება და გაურკვევლობა მოჰყვა. ამბავთან ერთად, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო ასახული. რეალურად, როგორც ირკვევა სახელი და გვარი ემთხვევა, თუმცა გარდაცვლილია სხვა პიროვნება, ასევე გიორგი ბადალაშვილი, რომელიც 20 წლის იყო, ხოლო გავრცელებულ ფოტოზე ასახულია 16 წლის […]
“სინდისზე ხელი ძალიან აიღე, ალეკო, ასე ნუ გაცამტვერდი” – დაპირისპირება და ხმაური ნუცუბიძეზე
დაპირისპირება და ხმაურია ამ წუთებში ნუცუბიძის ქუჩის 22 ნომერში, სადაც ადგილობრივების ნაწილი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, ნაწილი კი პირიქით, მისი გაგრძელების მომხრეა. აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მივიდა, რასაც აქციის მონაწილეების ნაწილთან დაპირისპირება მოჰყვა. „შენ, ალეკო, მომისმინე, სინდისზე ხელი ძალიან აიღე, ეს არ გეკადრება. ახალგაზრდა კაცი ხარ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ასე […]










