“მთავრობისგან ვითხოვ დამაკმაყოფილონ ბინით ან თავს მოვიკლავ” – აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო “ამირანის” სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

"მთავრობისგან ვითხოვ დამაკმაყოფილონ ბინით ან თავს მოვიკლავ" - აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო "ამირანის" სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდააფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო “ამირანის” სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ირაკლი ფაჩულიას თქმით, რადიკალური ნაბიჯამდე იმიტომ მივიდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უსამართლო პოლიტიკა აქვს და მას ყურადღებას არავინ არ აქცევს.

მისი თქმით, წლებია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს მაგრამ უარს ეუბნებიან.

ადგილზე სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკპაჟებიც იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, ირაკლი ფაჩულიასთან მივიდა სასულიერო პირი, რომელმაც ვითარების განმუხტვა მოახერხა. შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა.

“ჩვენი მთავრობისგან ვითხოვ, რომ დამაკმაყოფილონ ბინით, დავიღალე ამ ცხოვრებით, ან თავს მოვიკლავ ან რაღაცით დამეხმარონ” – აღნიშნა ფაჩულიამ.