ნინო ნიჟარაძე – ”ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ”

ნინო ნიჟარაძე - ”ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ"სულ ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზედაც ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებზე ისაუბრა.

მათ შორის დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. 2015 წლის ნოემბერში პრაიმ ტაიმმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ნინო ნიჟარაძესთან, რომელიც ბევრს საინტერესო დეტალს შეიცავს.

გთა­ვა­ზობთ ნინო ნი­ჟა­რა­ძის ინ­ტერ­ვი­უს შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას, რომელიც 2015 წელს ამბებმა გამოაქვეყნა.

 ნინო ნიჟარაძე:
– ჩემი მე­უღ­ლე 2014 წლის მარ­ტში გარ­და­იც­ვა­ლა. და უკვე აპ­რი­ლის ბო­ლოს “რუს­თა­ვი 2”-დან და­მი­რე­კეს და შეხ­ვედ­რა­ზე მი­მიწ­ვი­ეს. მდი­ვან­მა და­მი­რე­კა, თქვე­ნი ხელ­მო­წე­რაა სა­ჭი­რო და ეგებ მობ­რძან­დე­თო. მი­ვე­დი. რა­ღაც შპს-ს გახ­სნა სურ­დათ, დო­კუ­მენ­ტებს გა­ვე­ცა­ნი და ხე­ლიც მო­ვუ­წე­რე. იქვე იჯდა ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი, ახ­ლაც არ ვიცი, რო­მე­ლი ძმა იჯდა, მა­ნამ­დე ნა­ნა­ხიც არ მყავ­და არ­ცერ­თი და შე­სა­ბა­მი­სად, ვერც ვი­ცა­ნი. ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ მკი­თხა: 9%-თან და­კავ­ში­რე­ბით რას აპი­რებ­თო. მა­შინ, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე იყო მხო­ლოდ გა­სუ­ლი და ამა­ზე ფიქ­რის თა­ვიც არ მქონ­და, თა­ნაც, მხო­ლოდ მემ­კვიდ­რის სტა­ტუ­სი მქონ­და, მე­სა­კუთ­რის სტა­ტუ­სი სა­სა­მარ­თლოს სექ­ტემ­ბერ­ში უნდა მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ჩემ­თვის. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში ექ­ვსი თვის შემ­დეგ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტო­მაც ვუ­თხა­რი, რომ ამა­ზე ფიქ­რის არც გან­წყო­ბა მქონ­და ჯერ და არც სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი, თუმ­ცა, მა­შინ­ვე და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ არ მსურ­და წი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მი­თხრეს, ჩვენ სიმ­ბო­ლურ თან­ხას შე­მოგ­თა­ვა­ზებ­თო, მარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ეს 9% ისე­დაც ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­და. მხო­ლოდ ვთხო­ვე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო და არა სიმ­ბო­ლუ­რი.

– თუ ხართ საქ­მის კურ­სში, თქვენს მე­უღ­ლეს სთხოვ­დნენ წი­ლე­ბის დათ­მო­ბას?

– არა, ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მე მი­ვი­ღე და ეს “რუს­თა­ვი 2”-ის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. სხვა­თა შო­რის, იმა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე მკი­თხეს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ მი­გი­ღი­ათ ჩვენ­გა­ნო? ვუ­თხა­რი, რომ არა­ფე­რი შე­თა­ვა­ზე­ბა ჩე­მამ­დე არ მო­სუ­ლა. და ასეც იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა დავ­ფიქ­რდი, ვი­ფიქ­რე, რომ თან­ხა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, მარ­თლაც ით­ქვა ჩემ­თვის გად­მო­სა­ცე­მად, იმ­დე­ნად მი­ზე­რუ­ლი იყო, რომ ჩე­მამ­დე ამ­ბა­ვიც არა­ვის მო­უ­ტა­ნია.

ამ შეხ­ვედ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის შემ­დეგ “რუს­თა­ვი 2”-დან კვლავ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ სა­გან­გე­ბო კრე­ბა იყო და­ნიშ­ნუ­ლი. ვკი­თხე, რა სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა-მეთ­ქი, მი­თხრეს, წეს­დე­ბა იც­ვლე­ბა და მო­საწ­ვევს ბი­ნა­ზე მი­ი­ღებ­თო. ვთხო­ვე, ეგებ, წეს­დე­ბაც გა­მო­მიგ­ზავ­ნოთ-მეთ­ქი და, მო­საწ­ვევ­თან ერ­თად, წეს­დე­ბა მე­ო­რე დღეს მარ­თლაც მი­ვი­ღე.

წეს­დე­ბას გა­დავ­ხე­დე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იუ­რი­დი­უ­ლი ენა სპე­ცი­ფი­კუ­რია, ამი­ტო­მაც, ჩემს ად­ვო­კატს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. ად­ვო­კატ­მა ძვე­ლი წეს­დე­ბა ამო­ი­ღო და შე­და­რე­ბა გა­ა­კე­თა. მა­შინ გა­ვი­გე, რომ ახა­ლი წეს­დე­ბა ყვე­ლა უფ­ლე­ბას მარ­თმევს. ანუ წეს­დე­ბის პუნ­ქტე­ბი ისე იყო შეც­ვლი­ლი, რომ მე მთლი­ა­ნად პრო­ცე­სის მიღ­მა ვრჩე­ბო­დი, არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა ჩემი აღარ იარ­სე­ბებ­და. ად­ვო­კატ­მა მირ­ჩია, ამ დო­კუ­მენტზე ხელი არ მო­მე­წე­რა.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის გახ­ლავთ, რაც ძვე­ლი წეს­დე­ბის ამო­ღე­ბი­სას გამ­ჟღავ­ნდა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, წეს­დე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით, მათ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის უფრო ადრე მი­უ­მარ­თავთ. თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტრომ, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­თხო­ვა გი­ორ­გი გე­გე­ში­ძის მხრი­დან დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა. სა­მი­ნის­ტრო ამ ხარ­ვე­ზის გას­წო­რე­ბას ითხოვ­და. ამის შემ­დეგ დად­გა დღის წეს­რიგ­ში კრე­ბის მოწ­ვე­ვის სა­კი­თხიც, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, წეს­დე­ბა იც­ვლე­ბაო.

ანუ უჩე­მოდ წეს­დე­ბა რომ ვერ შეც­ვა­ლეს, შემ­დეგ იფიქ­რეს, ეგებ, ისე­დაც მო­ა­წე­როს ხე­ლიო. არ ვიცი, რო­გორც ჩანს, ფიქ­რობ­დნენ, რომ მე ვე­რა­ფერს გა­ვარ­კვევ­დი და მივ­ხვდე­ბო­დი.

– კრე­ბა ჩა­ი­შა­ლა და არ შედ­გა?

– დიახ, მე ვუ­თხა­რი, რომ ახალ წეს­დე­ბას ხელს არ მო­ვა­წერ­დი.

– რა­ტომ გსურ­დათ წი­ლის გა­ყიდ­ვა? თქვენ “რუს­თა­ვი 2”-ის საქ­მე­ებ­ში არა­სო­დეს ყო­ფილ­ხართ ჩარ­თუ­ლი?

– არა, არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ “რუს­თა­ვი 2”-ით. მე მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მინ­და, არა­ნა­ი­რი სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი, მით უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი, არ მაქვს და არც არა­სო­დეს მქო­ნია. არა­სო­დეს მქო­ნია რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, აქ­ცი­ებ­ზე არა­სო­დეს ვმდგარ­ვარ. ერ­თა­დერ­თი, არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­დი­ვარ და ეს ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბაა. არ მინ­დო­და, ამ პრო­ცე­სებ­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, მშვიდ და წყნარ ცხოვ­რე­ბას ვარ მიჩ­ვე­უ­ლი.

– ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­აჟ­ღე­რა თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ, სე­რი­ო­ზუ­ლი იყო… ხელს უშ­ლით “რუს­თა­ვი 2”-ს?

– ალ­ბათ, წეს­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი და­ვი­ცა­ვი აქ და ეს არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბო­და “რუს­თა­ვი 2”-ის მუ­შა­ო­ბას.

– თქვენ­თვის, ალ­ბათ, სუ­ლერ­თი არ არის, ვინ იყი­დის “რუს­თა­ვი 2”-ს, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი დი­დია, შე­იძ­ლე­ბა პრო­რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა დიდი ფული შე­მოგ­თა­ვა­ზონ?

– რა თქმა უნდა, მე ვუფრ­თხილ­დე­ბი “რუს­თა­ვი 2”-ის იმიჯს, სუ­ლაც არ მსურს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის წილი სა­ეჭ­ვო პი­რებს ან უცხო პი­რებს ჩა­უ­ვარ­დეთ ხელ­ში. ამი­ტომ მე მათ ორ­ჯერ შევ­თა­ვა­ზე ჩემ­გან წი­ლის ყიდ­ვა და ორ­ჯერ­ვე უარი მი­ვი­ღე. სუ­ლაც არა ვარ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ნიკა გვა­რა­მია სა­უბ­რობს ჩემ­ზე და არც ფულ­ზე ვარ გა­გი­ჟე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, მათ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რომ თა­ვი­დან­ვე უარი მი­თხრეს წი­ლის ყიდ­ვა­ზე, ახლა კი მისი გა­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არ მაძ­ლე­ვენ.

სა­ერ­თოდ, ნიკა გვა­რა­მი­ას ბრალ­დე­ბე­ბის­თვის მო­ვიც­ლი და პა­სუხს ვა­გე­ბი­ნებ. ეს საკ­მა­ოდ უხე­ში და მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით გა­კეთ­და და რაც მთა­ვა­რია, სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას… მან ბო­დი­ში უნდა მო­მი­ხა­დოს ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­თვის.

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, გა­ზე­თი “პრა­იმ­ტა­ი­მი”

ნიკა გვარამია – ”ნინო ნიჟარაძე 26 მილიონ ლარს ითხოვს ჩემგან და რუსთავი 2-ის მეწილეებისგან”