კატეგორია: საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებაზე ისაუბრა. „დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია – საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად,“ – […]

ჟურნალისტი მარკ რივკინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟურნალისტი მარკ რივკინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟურნალისტი მარკ რივკინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარკ რივკინი 1941 წლის 30 აპრილს დაიბადა. მას საქართველოს პირველ არხზე 90-იან წლებში პროგრამა „ვესტნიკი“ მიჰყავდა. ამასთან, 1992 წელს პარლამენტის დეპუტატიც იყო. რივკინი საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 1996 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოეს. პირველი არხი

კოკა ყანდიაშვილი რუსთავი 2-ს – “თქვენ ხართ ტროლების ტელევიზია”

კოკა ყანდიაშვილი რუსთავი 2-ს - "თქვენ ხართ ტროლების ტელევიზია"

ქართული ოცნების PR სამსახურის ხელმძღვანელი ე.წ. ტროლების ქარხანასთან კავშირზე არ საუბრობს.  კოკა ყანდიაშვილი “კურიერის” კითხვებს არ პასუხობს. ყანდიაშვილი ამბობს, რომ მას “ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ ჰქონია და არ აქვს. რატომ ჰქონდა რუსთაველის 12-ში ნაქირავები ოფისი და რას საქმიანობდა, მას პასუხი არც ამ კითხვაზე აქვს. „არ მინდა, რომ გიპასუხოთ. თქვენ ხართ ტროლების ტელევიზია და ამიტომ იყავით ვინც […]

ბიძინა ივანიშვილი დავით ბაგრატიონმა დიდი ჯაჭვის ორდენის რაინდად აკურთხა

ბიძინა ივანიშვილი დავით ბაგრატიონმა დიდი ჯაჭვის ორდენის რაინდად აკურთხა

„ემსახურე ამ გვარს წრფელი გულით, ნათელი გონებით და მტკიცე მარჯვენით,“ – ამ სიტყვებით დავით ბაგრატიონმა მილიარდერი ივანიშვილი დიდი ჯაჭვის ორდენის რაინდად აკურთხა. ბიძინა ივანიშვილი ერთადერთ ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დიდი ჯვრის დინასტიურ ორდენში მიიწვია. ოლიგარქის მსგავსად, იგივე ორდენის წევრები არიან ევროპის სახელმწიფოების მეფეები და პატრიარქები. ის, ვისაც სურს, იყოს ორდენის კავალერი, იხდის საწევროს. რა […]

დევნილების ჯგუფი ”დირსის” კორპუსში შეიჭრა და შიგნით გამაგრდა – რა ხდება ისანში

დევნილების ჯგუფი ”დირსის” კორპუსში შეიჭრა და შიგნით გამაგრდა - რა ხდება ისანში

თბილისში, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც ისანში მდებარეობს, ამ წუთებში პოლიციელები არიან მობილიზებულნი. ისინი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსს დევნილებისგან იცავენ, რომლებიც საცხოვრებელში შეჭრას ცდილობენ. მანამდე დევნილების ჯგუფმა იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კორპუსი დაიკავა, რის შემდეგაც მეორე კორპუსში შესვლას შეეცადნენ. ამ წუთებში სადარბაზოებთან პატრულის თანამშრომლები დგანან და სახლის შესასვლელებს იცავენ. დღეს შუადღეზე საცხოვრებელ კორპუსთან დევნილთა ჯგუფი გამოჩნდა. მათ ერთ-ერთი სადარბაზო […]

გია ყანჩელი ნიკა რაჭველის წინააღმდეგ – ”კატეგორიულად ვგმობ მის აგრესიას”

გია ყანჩელი ნიკა რაჭველის წინააღმდეგ - ”კატეგორიულად ვგმობ მის აგრესიას”

გია ყანჩელი თბილისის საკონცერტო დარბაზის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ღია წერილით ეხმაურება. „უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ვიმეორებ, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საკუთარ სახლს იმსახურებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაპირისპირების და იერიშების გარდა სხვა ყველა საშუალება ამოწურულია. პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა მეგულება – თანაარსებობა ურთიერთპატივისცემის პირობებში. შესაბამისად ჩემი სახელით და კონტექსტიდან ამოღებული გამონათქვამებით სარგებლობა მიუღებლად მიმაჩნია. […]

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში მთავარ სცენაზე ჩატარდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლისა გარდაიცვალა. სახალხო არტისტი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. ნოდარ მგალობლიშვილმა 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული […]

უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება საპატრიარქოს – EMC-ს კვლევა

წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო - "ალბათ რამდენიმე დღე გაგრძელდება"

სახელმწიფომ 2014-2018 წლებში საპატრიაქროს დიდი ქონება გადასცა, კერძოდ 1 714 822 კვ.მეტრი მიწისა და 379 700 ლარის ოდენობით სარეზერვო ფონდიდან. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევის მიხედვით, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი პოლიტიკური მოვლენების და საარჩევნო პროცესების პარალელურად იზრდება. 2016-18 წლებში 80 ათასი კვ. მეტრის ოდენობის უძრავი ქონება გადასცა მთავრობამ საპატრიარქოს. საპატრიარქოსთვის დაუსაბუთებლად გადაცემული ქონებების […]

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20-25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე ,შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში 15-20 გრადუსი, ხოლო […]

დაუნის სინდრომის მქონე პატარა ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა

დაუნის სინდრომის მქონე პატარა ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა

წლის და 8 თვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი 4 თვეა, მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა. ამის შესახებ 29 მარტს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას პარლამენტში განაცხადა. ეს მაგალითი ლია ტაბატაძემ იმის დასტურად მოიყვანა, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს. ”ორი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობთ დაიბადა ბავშვი, რომელიც არის წლის და […]