ხონის ფსიქიატრული დაწესებულების ყოფილი პაციენტი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. “ჰოსპიტალ სერვისის” ექიმის ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტზე განხორციელებული შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის […]
კატეგორია: საზოგადოება
ბაია პატარაიამ ჯემალ სეფიაშვილს ტლუ და იმბეცილი უწოდა – რა სკანდალში გაეხვა კომპოზიტორი
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე სიმღერის “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” ავტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაწყვიტა, კომპოზიცია კიდევ ერთხელ ჩაწეროს და ახალ ვერსია 25-მა მამაკაცმა შეასრულოს. “ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”, – თქვა სეფიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში. ჯემალ სეფიაშვილის […]
რა თქვა ირანელმა რეპერმა ამირ თათალუმ საქართველოზე
ირანელი რეპერის ამირ თათალუს 24 მარტს თბილისში გამართულ კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვნებათაღელვის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული კონცერტის ჩანაწერი, სადაც ირანელი რეპერი თითქოს ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიდეოს ადევს ტიტრები „მარიხუანის მოწევა თუ მომინდება, კანონით მეკრძალება? და რომ მოვწიო, ქართველებმა რა @ლე უნდა მომჭამონ?“. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი აღმოსავლეთმცოდნე გამოეხმაურა. აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის თქმით, […]
ლელა წურწუმიას მობილურის განვადება არ დაუმტკიცეს – რა გადახდა მომღერალს ერთ-ერთ კომპანიაში – ვიდეო
ლალი ბადურაშვილმა შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა – “გათიშვამდე უთქვამს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე ძალითო”
ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 28 მარტს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა. შვილის დაკრძალვისას შეუძლოდ გახდა დედამისი, მსახიობი ლალი ბადურაშვილი. “ლალი ცუდად არის, მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა. დღეს შეუძლოდ გახდა, სასწრაფო გამოიძახეს და ექიმებმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია ახლა მისი მდგომარეობა არ ვიცი, როცა მივედი დაკრძალვაზე ლალი […]
ტექსელის კუნძულზე 74 წლის წინ დაღუპული 2 ქართველი ჯარისკაცი ფიდო ჭოლიაშვილი და ანტონ გვინიაშვილი არიან – რა აჩვენა დნმ ანალიზმა
ჰოლანდიაში ჩატარებულმა დნმ ანალიზმა ლეუსდენში, ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტობა დაადგინა. აღნიშნული ანალიზი ჰოლანდიის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტმა ჩაატარა. ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დნმ ანალიზმა უდავოდ დაადგინა აქამდე უცნობი ჯარისკაცების ვინაობა. მკვლევარმა რემკო რეიდინგმა განაცხადა, რომ ანალიზი 100%-ით იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუ ვინ არის საფლავში დაკრძალული და წარწერა „უცნობი ჯარისკაცი“ შეიძლება შეიცვალოს. […]
”ხიდი მეტრო გოცირიძესთან მგზავრებისთვის სახიფათო არ არის” – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის მდგომარეობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებითეხმაურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია გავრცელებამდე სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან გადაამოწმოს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი […]
ხატია მოისწრაფიშვილი – ”პრეზიდენტის ადმინისტრაცია 63 გათავისუფლებულ თანამშრომელს 436.500 ლარს გადაუხდის”
პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მოუწევს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისა და რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობები დატოვოს. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად 63 თანამშრომელია გათავისუფლებული. როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, კომპენსაციებისთვის 436 ათას 500 ლარი უნდა გაიცეს. მოისწრაფიშვილის თქმით, მთავრობა როგორც კი კომპენსაციისთვის საჭირო დოკუმენტს დაამტკიცებს, თანხების გაცემა […]
სოცმუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – სერგეენკოსთან ისინი ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ
სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. სოციალური მუშაკების განცხადებით, დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დროს გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მთავარი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. სოციალური მომსახურების აგენტების თქმით, დავით სერგეენკოსგან ხელფასის ზრდის პირობა ვერ მიიღეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, 2020 წლამდე მათთვის ანაზღაურების ზრდა ვერ მოხერხდება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრის დროს […]
ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ცენტრიდან შიდასაუბნო ტერიტორიებზე გადაინაცვლებენ
ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იარონ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და ის ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. “აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს […]










