დაუნის სინდრომის მქონე პატარა ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა

დაუნის სინდრომის მქონე პატარა ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვაწლის და 8 თვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი 4 თვეა, მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა.

ამის შესახებ 29 მარტს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას პარლამენტში განაცხადა.

ეს მაგალითი ლია ტაბატაძემ იმის დასტურად მოიყვანა, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს.

”ორი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობთ დაიბადა ბავშვი, რომელიც არის წლის და 8 თვის. ახლა, იმყოფება იაშვილის კლინიკაში. 4 თვეა კლინიკაში დატოვა მშობელმა. მას აქვს დაუნის სინდრომი, არ გამოუჩნდა პატრონი და სოციალური სამსახური ვერ მუშაობს ჯეროვნად.” – განაცხადა ლია ტაბატაძე.

პრაიმ ტაიმი