ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალესნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში მთავარ სცენაზე ჩატარდა.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლისა გარდაიცვალა.

სახალხო არტისტი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

ნოდარ მგალობლიშვილმა 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა როლები მაქსიმ გორკის პიესაში „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებაში“. უფრო მოგვიანებით, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბაში“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავის როლი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.