კატეგორია: საზოგადოება

ვახტანგ წერეთელი გახარიას სავარაუდო წერილზე – „ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ“

ვახტანგ წერეთელი გახარიას სავარაუდო  წერილზე - „ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც წერეთელი აცხადებს, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მისი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. „მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი […]

დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს

დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს. ოჯახის წევრები და ახლობლები მისი ცხედრის ჩამოსვენებას 2 თვის განმავლობაში ელოდნენ. პროცესი ლიბიაში არსებული ვითარების გამო გაჭიანურდა. დავით რაზმაძე იანვარში გარდაცვლილი იპოვეს – ცხედარი ნავსადგურში აღმოაჩინეს. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ 23 წლის ახალგაზრდა მოკლულია. არსებულ კითხვებზე საბოლოოდ პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ლიბიაში დაკარგული დავით რაზმაძე აგვისტოს ომის გმირის, ზაზა […]

სერგეენკო სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებაზე – “ამას ვერ ავუვლი გვერდს, ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს”

სერგეენკო სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებაზე – "ამას ვერ ავუვლი გვერდს, ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს”

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში მარტო აღმოჩნდნენ. როგორც მინისტრმა პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის კომუნიკაცია უფრო ეფექტური უნდა გახდეს/ „ძალიან სამწუხაროდ, წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ – 4 […]

5 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

5 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

5 მარტს GWP დიდ დიღომში, მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს. “ხვალ, 5 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის N5-ის მიმდებარედ, მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მკვებავ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე დამონტაჟდება. ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის […]

აჭარაში მიწისძვრის დროს ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

აჭარაში მიწისძვრის დროს ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე აჭარაში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გურამ გოგიტიძის თქმით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის სოფლების – ოჩხამურისა და ალამბრის რწმუნებულებმა განუცხადეს, რომ ბიძგები იგრძნობოდა, თუმცა სხვა პროცესი მიწისძვრას არ მოჰყოლია. ქობულეთში არ […]

საქართველოში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ქობულეთთან იყო

საქართველოში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ქობულეთთან იყო

საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთიდან 3 კილომეტრში, სოფელ ალამბარში იყო. მიწისძვრა 5 მარტს, 00:21 საათზე დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა. რეგინფო

გორში 15 წლის გოგონა 24 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა

გორში 15 წლის გოგონა 24 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა

გორი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა 24 წლის ბიჭმა ცოლად მოიყვანა. “მთელმა სკოლამ კი არა, მთელმა სოფელმა იცის ამის შესახებ, მასწავლებლებმაც იციან და მოსწავლეებმაც”, – განაცხადეს თვითმხილველებმა რადიო მოზაიკასთან საუბირისას. წყაროს ცნობით, შემთხვევა ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა. “ყველამ იცოდა, რომ ამ ბავშვს შეყვარებული ჰყავდა. მერე გაიპარნენ და ესეც ყველამ გაიგო. ამის შემდეგ, გოგონამ სკოლაში სწავლა შეწყვიტა”, – განაცხადა […]

საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას დათანხმდა – რაზე ესაუბრა მეუფე ანტონი პატიმარს

საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას დათანხმდა - რაზე ესაუბრა მეუფე ანტონი პატიმარს

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე თანახმაა. ამის შესახებ განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა 1 მარტს გააკეთა. 1 მარტს მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულა. ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს მოთხოვნა დეკანოზის შეწყალებაზე დასაბუთებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის იმსჯელებენ საპატრიარქოში ამ საკითხზე. – მე მოვედი პატიმრის მოსანახულებლად და იმ […]

ივანიშვილი ჩაქვში სუს-ის საიდუმლო ბაზაზე ხეებს ეხუტებოდა

ივანიშვილი ჩაქვში სუს-ის საიდუმლო ბაზაზე ხეებს ეხუტებოდა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, დაახლოებით, 45 მილიონი კვ. მეტრი ტერიტორია გადაიფორმა. ქართული ოცნების თავმჯდომარე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას ფლობს. ირკვევა, რომ ჩაქვში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ბაზით დაინტერესდა და ტერიტორიის შეძენას აპირებს. შაბათის კურიერმა ექსკლუზიურად სტრატეგიულ სიმაღლეზე განთავსებული დაზვერვის ობიექტის კადრებიც გადაიღო, სადაც ჩანს სატვირთო სპეცმანქანა, რომელსაც ტერიტორიიდან ინვენტარი გააქვს. ადგილობრივებმა კურიერის ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ნახეს, თუ როგორ შევიდა […]

”ქართულ ენაში ნახევარი სომხურია, ნახევარი – სპარსული” – რას აცხადებს რუსუდან ქორჩილავა – ვიდეო

”ქართულ ენაში ნახევარი სომხურია, ნახევარი - სპარსული” - რას აცხადებს რუსუდან ქორჩილავა - ვიდეო

”ქართულ ენაში ნახევარი სომხურია, ნახევარი – სპარსული”. ამის შესახებ გადაცემა ”პრიორიტეტებში” აფხაზეთის ყოფილი პროკურორი რუსუდან ქორჩილავა აცხადებს. მის ამ მოსაზრებას გადაცემის სხვა მონაწილეები არ ეთანხმებიან. ეს ყველაფერი ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. გადაცემა 2016 წლის დეკემბერში გავიდა ეთერში.