5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე აჭარაში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გურამ გოგიტიძის თქმით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის სოფლების – ოჩხამურისა და ალამბრის რწმუნებულებმა განუცხადეს, რომ ბიძგები იგრძნობოდა, თუმცა სხვა პროცესი მიწისძვრას არ მოჰყოლია. ქობულეთში არ გამხდარა საჭირო სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის გამოძახება. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, არც მათ უწყებაში შესულა შეტყობინება.
რეზონანსი

