5 მარტს GWP დიდ დიღომში, მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.
“ხვალ, 5 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის N5-ის მიმდებარედ, მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მკვებავ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე დამონტაჟდება.
ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 5 მარტს, დილის 11:00 საათიდან 6 მარტის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნუცუბიძის I, II მ/რ და V მ/რ-ებს; ასევე, IV მ/რ-ს და ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, I, II და III კვარტლებს, წყნეთის გზატკეცილს.
დიდ დიღომში: ბალანჩინის, სურხავის, ფარსადანის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბეში: ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

