საქართველოში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ქობულეთთან იყო

საქართველოში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ქობულეთთან იყოსაქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთიდან 3 კილომეტრში, სოფელ ალამბარში იყო.
მიწისძვრა 5 მარტს, 00:21 საათზე დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

რეგინფო