მეუფე იაკობმა დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განაცხადა: “თუ დეკანოზი მამალაძე აღიარებს იმას, რასაც აკეთებდნენ, მაშინ აუცილებლად მოვითხოვ შეწყალებას – თუ აღიარებს. შიდა წრეში აღიაროს რას აპირებდნენ. რომ შევიდე მერე ათას რამეს დამაბრალებენ. შესული არ ვყოფილვარ და მეუფე პეტრე ორჯერ გამოვიდა სინოდზე და თქვა, რომ თითქოს მე, ბოდიში ამ სიტყვაზე და ვაკაჩავებდი მამალაძეს სპეცნაზთან ერთად”, – განაცხადა […]
კატეგორია: საზოგადოება
მეტრო წერეთელი დროებით დაიკეტა
ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, სხვა სადგურები მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ: „სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
გიორგი ქადაგიძემ ილიაუნს 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა – სტუდენტებმა მასობრივი აქცია მოაწყვეს
24-საათიანი ვადა მოთხოვნების შესასრულებლად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილ დეკანთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა და თავად გიორგი ქადაგიძემ სასწავლებლის რექტორატს ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი ბიზნეს სკოლის აღდგენას და უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვის გამჭირვალობას ითხოვენ. „გაუქმდეს ის ე.წ. რეორგანიზაცია და ფარსი, რომელიც შემოგვთავაზა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს უამრავი […]
გურანდა გაბუნია გარდაიცვალა
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის […]
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და აზიარონ. დეკანოზის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფუქსირებია. მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. რუსთავი 2
ინგა გრიგოლია: „ეკა, სექსი არ არის სირცხვილი“ – ვიდეო
ტელეკომპანია “მაესტრო” იხურება?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” იხურება. არხზე აღარ გავა საინფორმაციო გამოშვება. გავრცელებული ცნობით, “მაესტროს” თანამშრომელთა ნაწილს უკვე შესთავაზეს ტელეკომპანია “იმედზე” გადასვლა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. “შემიძლია გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა თათბირი, სადაც დღის მიმდინარე ამბები დავგეგმეთ. ანუ, ჩვეულ რეჟიმში […]
საქართველოში ტემპერატურა +21 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი […]
კასპში მთის ფერდობი ჩამოიშალა – მოსახლეობა მესამე დღეა, ღამეს ქუჩაში ათევს
კასპის მოსახლეობა, უკვე მესამე დღეა, ღამეს ქუჩაში ათევს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლები, შიშით უყურებენ საკუთარ სახლებს, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ წუთს ზვავმა ქვეშ მოიყოლოს. ძლიერი წვიმის გამო, მთის ფერდობი კასპში 3 დღის წინ ჩამოიშალა და სახლებს მიაწვა, დაზიანდა წყლის ორი ავზიც, რის გამოც შეწყვეტილია წყლის მიწოდებაც. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. ადგილობრივები დროებით თავშესაფარს და ხელისუფლების […]
ზუგდიდის ელსადგურში შევარდნილმა კატამ მთელი ქალაქი ჩააბნელა
ზუგდიდში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ელექტრო ქვესადგურში შევარდნილმა კატამ მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს” მთავარმა ინჟინერმა რამინ თოლორდავამ განუცხადა. ,,ადგილზე გასულია რამდენიმე ბრიგადა და დაახლოებით სამ საათში აღვადგენთ ელექტრო ენერგიის მიწოდებას,’- განაცხადა რამინ თოლორდავამ. ზუგდიდში ელექტროენერგია სასიცოცხლო ობიექტებსაც არ მიეწოდებათ.










