გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. ქ. თბილისში 9 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. […]
კატეგორია: საზოგადოება
თელაველ წყვილს 1 ვაჟის მოლოდინში 3 ტყუპი ბიჭი შეეძინა
ახალგაზრდა წყვილს – ნათია ლეფსვერიძეს და დათო ქიტაშვილს რამდენიმე დღის წინ ტყუპი ვაჟი შეეძინათ, თანაც ერთდროულად სამი! მშობლებს სამი გოგონა ჰყავთ, ერთი ვაჟის მოლოდინში კი ერთდროულად 6 შვილის მშობლები გახდნენ. პატარების შესახებ ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა: “სამმაგი ბედნიერება ქიტაშვილების ოჯახში! 3 გოგონას შემდეგ ვაჟის მოლოდინში, 3 ტყუპი – ნიკა, ილია და გიორგი მოევლინა […]
ბატიაშვილი – ”უნარებმა არ გაამართლა და იმიტომ უქმდება”
საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით უნარების გამოცდები უქმდება იმის გამო, რომ „კეთილშობილურმა ამოცანამ არ გაამართლა“, ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. “უნარების გამოცდების შემოღება იყო კეთილშობილური მიზნით, რომლის მიზანი იყო სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, იყო ამოცანა რომ შეიძლება უჭირდეს სხვადასხვა საგნებში მომზადება, მაგრამ ეს ის სფეროა რომელიც ბავშვმა უნდა დაძლიოს. ფაქტიურად უნარები გადაიქცა, […]
გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს. მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა. გურანდა გაბუნიას ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს კოლეგებმა, რომლებმაც მის სამსახიობო ღვაწლზე ისაუბრეს. თეატრისა და კინოს მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან აპლოდისმენტებით გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გურანდა […]
დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი აზიარებს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, “ციანიდის” საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს.”როგორც მის მოძღვარს აქამდეც მქონდა ამის სურვილი” – აღნიშნა დეკანოზმა. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ “ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და […]
თეონა ჭალიძე: ,,ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან”
,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, განცხადებას ავრცელებს. თეონა ჭალიძის თქმით, აბასთუმანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, სახელმწიფომ სოციალური შემწეობა ოჯახის ერთ-ერთი წევრის – ბავშვების მამის დაკავების გამო მოუხსნა. ,,ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან. უკვე მესამე წელია ,,ახლი საქართველოს“ სოციალური სამსახური, დავით სერგეენკოსგან ამ მავნებლობის შეცვლას ვითხოვთ. ბავშვებმა რა დააშავეს?! რამდენიმე თვით ტოვებენ […]
ათენში საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა
საბერძნეთის დედაქალაქში გასულ შაბათ-კვირას კიდევ საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეწყდა. DIASPORA.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 60 წლის ციცო გორელაშვილი სიმსივნის დიაგნოზით შაბათს გარდაიცვალა, ხოლო 58 წლის მარინა ტიკარაძე – ვირუსული ინფექციით. გარდაცვლილების ახლობლებმა აღნიშნული სამწუხარო ფაქტების და ცხედრების სამშობლოში გადასვენების დახმარების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე შეატყობინეს.
ანკარაში ქართულ ენაზე ლიტურგია პირველად აღევლინა
საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში იღუმენ მიქაელ ბრეგვაძის მიერ ქართულ ენაზე პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იღუმენმა მიქაელმა და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართეს და ეს ისტორიული დღე შეაფასეს . ელჩმა ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის […]
მიუნხენიდან საქართველოში თვითმფრინავი ვერ მოფრინავს
მიუნხენში უამინდობის გამო, „ვიზეარის“ თვითმფრინავი ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებს. მგზავრები უკვე რამდენიმე საათია, მიუნხენის აეროპორტიდან გამოფრენას ელოდებიან. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო ინფორმაციით, რეისი ქუთაისის მიმართულებით თბილისის დროით, 01:07 საათზე უნდა გამოფრინდეს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ძლიერი ყინვის გამო, მიუნხენის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა შეუძლებელია, ამიტომ რეისები დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, ფრიდრიხშაფენის აეროპორტში […]
ვანო ზოდელავა გარდაიცვალა
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლისა გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ავტოავარიის შემდეგ, დღემდე ის არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობდა. ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.










