ზუგდიდში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ელექტრო ქვესადგურში შევარდნილმა კატამ მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია.
ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს” მთავარმა ინჟინერმა რამინ თოლორდავამ განუცხადა.
,,ადგილზე გასულია რამდენიმე ბრიგადა და დაახლოებით სამ საათში აღვადგენთ ელექტრო ენერგიის მიწოდებას,’- განაცხადა რამინ თოლორდავამ.
ზუგდიდში ელექტროენერგია სასიცოცხლო ობიექტებსაც არ მიეწოდებათ.

