მეუფე იაკობმა დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განაცხადა:
“თუ დეკანოზი მამალაძე აღიარებს იმას, რასაც აკეთებდნენ, მაშინ აუცილებლად მოვითხოვ შეწყალებას – თუ აღიარებს. შიდა წრეში აღიაროს რას აპირებდნენ. რომ შევიდე მერე ათას რამეს დამაბრალებენ. შესული არ ვყოფილვარ და მეუფე პეტრე ორჯერ გამოვიდა სინოდზე და თქვა, რომ თითქოს მე, ბოდიში ამ სიტყვაზე და ვაკაჩავებდი მამალაძეს სპეცნაზთან ერთად”, – განაცხადა “რუსთავი 2-ის” ეთერში მეუფე იაკობმა.

