დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპთან დაკავშირებით, მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დასტაბილურდა. მისივე თქმით, ვირუსით დაავადების რიცხვის განსაკუთრებული ზრდა არ აღინიშნება: „წელს ცირკულირებს ა გრიპის შტამი H1N1, რომელიც მეტი აგრესიულობით ხასიათდება. ამიტომ, წელს გრიპისა და გრიპის მსგავსი სიმპტომებით მიმართვიანობა ამბულატორიებსა და კლინიკებში მომატებულია. ასევე გაზრდილია გართულებების შემთხვევები, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. […]
კატეგორია: საზოგადოება
გორში გრიპის ვირუსით ქალი გარდაიცვალა
გორში 39 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკა “გორმედში” გუშინ, 2 იანვარს, სუნთქვის უკმარისობითა და ცხელებით შეიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, რის გამოც ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის […]
3-4 იანვარს დედამიწaზე მეტეორის წვიმაა მოსალოდნელი
ასტრონომები და სპეციალისტები 2019 წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას, “კვადრანტიდსის” იგივე “მეტეორის წვიმას” 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე ელოდებიან. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. ბევრი სხვა “მეტეორის წვიმისგან” განსხვავებით, “კვადრანტიდსი” დღის განმავლობაში არ ჩანს და მისი ნახვა მხოლოდ ღამით, ისიც რამდენიმე საათია შესაძლებელი. ამ მოვლენის ნახვა წელს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში უფრო კარგად იქნება შესაძლებელი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ისეთ […]
ირლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად ქართველები ითხოვენ
2018 წლის პირველ 11 თვეში ირლანდიაში თავშესაფარი საქართველოს 409 მოქალაქემ მოითხოვა. ამ მონაცემებით ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში ქართველები პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გამოცემა Irish Times-ი წერს. 2017 წელს ამ ჩამონათვალში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სირიელები უსწრებდნენ. ირლანდიური გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სამშობლო რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ყველაზე ხშირად ქართველები სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად სიღარიბის, […]
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერი) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზურაბ ჯაფარიძე “გირჩმა” მეკვლედ 3.600 ლარად გააქირავა – ფოტოები
მოძრაობა „გირჩმა“ თავისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 3.600 ლარად მეკვლედ გააქირავა. ფსონების დადება 31 დეკემბერს 23:30 საათზე შეწყდა. ფსონები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი -1. 250 ლარი (ესტუმრა 01:00-დან 02:00 შუალედში); მეორე ადგილი -1.200 ლარი (ესტუმრა02:00-დან 03:00 შუალედში); მესამე ადგილი – 1.150 ლარი (ესტუმრა 03:00-დან 04:00 შუალედში). იმედინიუსი
საქართველოში 2019 წელს პირველი ბავშვი 12:01-ზე გაგუას კლინიკაში დაიბადა
1 იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა
პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება. პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. „საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში“ ამბობენ, რომ რეფორმა სამომავლოდ ჰაერის დაბინძურების პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი, იურიდიულისთვის კი 200 ლარია. საქართველოს მასშტაბით, ინსპექტირების 89 ხაზია, მათ შორის 29 თბილისში. დეტალური […]
მეუფე პეტრე მეუფე იაკობზე – „ღიმილის მომგვრელია მისი მუქარა… ძალიან არაადეკვატურად ისაუბრა“
“ღიმილის მომგვრელია. მუქარას, რაც შეეხება და მინდა გითხრათ, რომ მუქარის ეშინია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში ღვთისა. განცხადებები გუშინ მოსმენილი ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი. მეუფემ ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით,“ – ასე […]
ახალგაზრდებმა ჯაბა ბოჯგუას ბებიას, რომელიც მოწყალებას ითხოვს, საახალწლოდ თანხა შეუგროვეს
31 დეკემბერს განსაკუთრებულად შეხვდება მოხუცი ბებია, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ბანკთან მოწყალებას ითხოვს ხოლმე. მომღერალმა ბექა ბროლაძემ და მისმა მეგობრებმა მას ფული შეუგროვეს და გადასცეს, რის შემდეგადაც გამოარკვიეს, რომ მოხუცებული ასევე მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას ბებიაა. შეგახსენებთ, რომ ჯაბა წლებია, კომაშია და მის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს. როგორც ბექა ბროლაძემ გვითხრა, საახალწლოდ გადაწყვიტეს, რომ ბებია ქუჩაში არ […]










