ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა, პროვოკაციაა. მისი თქმით, გარდაცვლილი მომღერლის მეუღლე მასთან ერთი წლის წინ იყო მისული და მუზეუმის გახსნას ითხოვდა. „გარდაცვლილი მომღერლის მუზეუმის შექმნაზე იყო საუბარი. არ დამიბარებია, თვითონ მოვიდა და ვისაუბრეთ მუზეუმზე, რომლის შექმნაც უნდოდა მისი გარდაცვლილი მეუღლისათვის. […]
კატეგორია: საზოგადოება
თამარ ნიშნიანიძე – ”რა უფლებით აბრალებენ ჩემს შვილს, რომ ნარკოტიკები მოითხოვა? ექიმი ძალიან ცუდად დაელაპარაკა”
რა უფლებით აბრალებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მოითხოვა და ექიმი ამიტომ სცემა – წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მომხდარ დაპირისპირებას პაციენტის დედა ეხმაურება. კლინიკაში პაციენტი საავადმყოფოს ექიმს სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ […]
ზუგდიდში 24 წლის მამაკაცი ღორის გრიპით გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ღორის გრიპია. მამაკაცი ზუგდიდში მესტიიდან გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტმა საავადმყოფოს სიმპტომების უკიდურესად გართულების შემდეგ მიმართა, მას ორივე ფილტვის მწვავე პნევმონია დაუდგინდა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი, ეს ორ დღეში დადგინდება, თუმცა ყველა […]
ქუთაისის მერმა 21 წლის წინ გარდაცვლილი მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე შეხვედრაზე დაიბარა
ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას 1997 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა. მერი გარდაცვლილი მომღერლის მეუღლეს, მარინა მაჭავარიანს შეხვდა. შეხვედრის დროს ჭიღვარიამ მომღერალი მოიკითხა და მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა. “პრაიმტაიმთან” შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურს, მომღერლის მეუღლეს, თუმცა ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილია. პრაიმტაიმი
ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას რწმუნებულმა, ზურაბ ბარბაქაძემ მიაწოდა. მისი თქმით, საავადმყოფოს მედპერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა. როგორც ბარბაქაძე ამბობს, შეცდომის შესახებ ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ორივე გარდაცვლილი ქალი იყო. როგორც საქასრიას რწმუნებული ამბობს, ერთ-ერთი ქალის ოჯახმა მხოლოდ […]
რატომ გაქრა აფთიაქებიდან ”ტამიფლუ” – ”მარაგები 10 იანვრიდან შეივსება”
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ აფთიაქებში პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტია. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტამიფლუს მარაგები 10 იანვარიდან შეივსება და მას, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები. დავით […]
“მიშა!!! ჩემო ძამიკო!!!” – როგორ გამოიყურება მიხეილ გიორგაძე ავარიის შემდეგ
კახა კანდელაკმა ფეისბუქში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც საავადმყოფოში მყოფი მიხეილ გიორგაძეა აღბეჭდილი. ფოტოდან ჩანს, რომ მიხეილ გიორგაძე, რომელიც გასული წლის ბოლოს ყვარელთან ავარიაში მოჰყვა, თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. “მიშიკ !!! დიმიტრი აბდუშელიშვილი Zura Abdushelishvili Konstantin OsipovDito Dito Shota Bagaturia Dato Rurua Anano Mosidze” – წერს კახა კანდელაკი. ფოტოს უამრავი დადებითი გამოხმაურება ახლავს. “მიშა!!! ჩემო ძამიკო!!! უამრავს გკოცნით მე და ეკა!!!” “ღმერთმა დაგლოცოთ […]
მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობზე – “ან ამბიონზე დადგეს და იგალობოს, ან რაღაც გააკეთოს”
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის განცხადებას, გამოეხმაურა სადაც ის აღნიშნავს, რომ რამიშვილი მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის 20 000 ლარს სთხოვდა, თუმცა, სასამართლომ ერთი ლარის გადახდა დააკისრა. მეუფის განმარტებით, ამ თანხას ის მურისიძეს და ჩინჩალაძეს გადახდევინებს. „კანონის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება. მას აქვს უფლება გასაჩივრების, ირბინოს და იყოს. ფაქტი ერთია, არ […]
91 წლის მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა
91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა. ელგუჯა ბერძენიშვილი მუშაობდა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში, მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “დეკორატიული პანო”(1967, ბიჭვინთა), “ნავები”(1955, მხატვრის კუთვნილება), “მეუღლის პორტრეტი”(1956, მხატვრის კუთვნილება), “აბესალომ და ეთერი”(1968, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი). ილუსტრაციები კონსტანტინე გამსახურდიას რომანისათვის “დიდოსტატის მარჯვენა”(1972, მხატვრის კუთვნილება), აფიშა უილიამ შექსპირის პიესისათვის “რიჩარდ III”(1957, თანაავტორებთან ერთად). იყო რამდენიმე […]










