ასტრონომები და სპეციალისტები 2019 წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას, “კვადრანტიდსის” იგივე “მეტეორის წვიმას” 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე ელოდებიან. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
ბევრი სხვა “მეტეორის წვიმისგან” განსხვავებით, “კვადრანტიდსი” დღის განმავლობაში არ ჩანს და მისი ნახვა მხოლოდ ღამით, ისიც რამდენიმე საათია შესაძლებელი. ამ მოვლენის ნახვა წელს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში უფრო კარგად იქნება შესაძლებელი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ისეთ ადგილას იქნება, სადაც ღამეა “მეტეორის წვიმას” მცირედით, მაგრამ მაინც დაინახავს.
“კვადრანტიდსის” პიკის დროს, საათში შესაძლებელია 100-მდე მეტეორი “ჩამოვარდეს”.
imedinews.ge

