მეუფე პეტრე მეუფე იაკობზე – „ღიმილის მომგვრელია მისი მუქარა… ძალიან არაადეკვატურად ისაუბრა“

მეუფე პეტრე მეუფე იაკობზე – „ღიმილის მომგვრელია მისი მუქარა... ძალიან არაადეკვატურად ისაუბრა““ღიმილის მომგვრელია. მუქარას, რაც შეეხება და მინდა გითხრათ, რომ მუქარის ეშინია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში ღვთისა. განცხადებები გუშინ მოსმენილი  ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი. მეუფემ ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით,“ – ასე აფასებს მეუფე პეტრე მეუფე იაკობის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს დაემუქრა.

თავის მხრივ მეუფე იაკობის ეს განცხადება პასუხი იყო მეუფე პეტრეს განცხადების. ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის სხდომა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, რადგან კრებაზე კომისიის შექმნის საკითხიც არ დადგა და საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ.

მეტრონომე.გე