ირლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად ქართველები ითხოვენ

ირლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად ქართველები ითხოვენ2018 წლის პირველ 11 თვეში ირლანდიაში თავშესაფარი საქართველოს 409 მოქალაქემ მოითხოვა. ამ მონაცემებით ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში ქართველები პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გამოცემა Irish Times-ი წერს.

2017 წელს ამ ჩამონათვალში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სირიელები უსწრებდნენ.

ირლანდიური გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სამშობლო რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ყველაზე ხშირად ქართველები სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად სიღარიბის, განათლების დაბალი დონისა და ჯანდაცვის სფეროში პრობლემების გამო მიდიან.

იმედინიუსი