ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი 17 დეკემბერიდან დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მალხაზ ხალვაში ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
კატეგორია: საზოგადოება
ფილტვების ანთების დიაგნოზი არ დასტურდება – რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ორი წლის ბავშვის ფილტვების ანთებით გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება. “პრაიმტაიმის” მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ბავშვს დაბადებიდან მწვავე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც ის კლინიკაში არაერთხელ ჰყავდათ გადაყვანილი. უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი კი რესპირაციული დისტრეს სინდრომი სეპტიური შოკი (მწვავე სეფსისი) გახდა. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პრაიმ ტაიმი
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული
მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 – ე.წ. ღორის გრიპია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. „თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი […]
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო. მთავარი ნაძვის ხე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატარებთან ერთად აანთეს. მანამდე ბავშვებმა საახალწლო სპექტაკლი წარმოადგინეს, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე იყო, ხოლო კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ჰყავდა სუდო თარჯიმანი. საახალწლო წარმოდგენაში – „გადაეცი სიყვარული“ – მონაწილეობდნენ: სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან ახლოს, სოფელ აკუშოდან ერთ კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდას შეადგენდა. ამბები
თბილისის 175-ე სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, მოსწავლეს დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინდა. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.სკოლაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასწავლო ოთახები სველი წესით დაამუშავეს და შენობა კარგად გაანიავეს, რაც სპეციალისტების აზრით, საკმარისი უნდა იყოს დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. ექიმებმა უკვე გამოიკვლიეს ის ბავშვები, რომლებსაც დაავადებულ მოზარდთან კონტაქტი ჰქონდათ. ნიუპოსტი
ქალთა მოძრაობა დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ – აქცია ათონელის რეზიდენციასთან
„ქალთა მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წინააღმდეგ – აქციის მონაწილეები დღეს ათონელის რეზიდენციასთან შეკრიბნენ და დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნა გააპროტესტეს. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც მოთხოვს. „ქალთა მოძრაობა“ დიმიტრი გაბუნიას მისი ადვოკატობის დროს გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდება, რომლითაც მოძრაობის წევრების შეფასებით, მან სექსუალური ძალადობა ნორმად მიიჩნია. ”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი, ბაია პატარაია დიმიტრი გაბუნიას […]
ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება – H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოში სწრაფად ვრცელდება
ევროპის შემდეგ H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება – მედიკოსები ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს. საქართველოში H1N1ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა რეალურად ამ შტამის ვირუსით საქართველოში ათჯერ მეტი მოქალაქეა ინფიცირებული. რისკჯგუფში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა […]
ზურა ყიფშიძე – ”ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს”
დავით ოქიტაშვილის განცხადებას ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გაგდების შესახებ ზურა ყიფშიძე ასე გამოეხმაურა: ”- რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, […]
ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერას გოგიტა დალაქიშვილს ავალებდნენ – რას ყვება ”ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი
ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერაზე, დაპატიმრებულია. გოგიტა დალაქიშვილი, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, „კურიერს“ ციხიდან დაუკავშირდა და მისი დაკავების დეტალებზე ესაუბრა. დალაქიშვილი უკვე 11 თვეა, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების საქმეზე სასჯელს მეთორმეტე დაწესებულებაში იხდის. მისი მტკიცებით, საპატიმროში მას სამედიცინო დახმარებაზე უარს პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე თვეა, ეუბნებიან. გოგიტა დალაქიშვილი დარწმუნებულია, რომ […]









