გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში თოვლს ელოდებიან. მათივე ცნობით, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, სანაპირო რაიონებში წვიმა. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ნალექიანი ამინდები უმეტესად თოვლის სახით.
კატეგორია: საზოგადოება
წმინდა სინოდი – უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება
უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე – ამის შესახებ ნათქვამიმა სინოდის განჩინებაში, რომელიც მედიას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნოწმინდა სინოდი მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება და გადაწყვეტილებას უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. „უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც […]
აქცია რუსთავში – სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ
მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა – ყოფილი მინისტრი კვლავ სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში რჩება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მკურნალობას სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალში განაგრძობს. პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძეს კლინიკიდან სავარაუდოდ იანვარში გაწერენ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ფილტვში სითხე ჩაუდგა, რის გამოც გიორგაძის კლინიკიდან გაწერამ რამდენიმე დღით გადაიწია. მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, […]
წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო – “ალბათ რამდენიმე დღე გაგრძელდება”
საქართველოს საპატრიარქოში წელს უკვე რიგით მეორე წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. მასზე მღვდელმთავრები ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ მათთვის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები უცნობია. მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ზენონმა თავის მხრივ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. კითხვაზე, […]
გია ყანჩელი საქართველოში ჩამოიყვანეს – “გულის უკმარისობა აწუხებს, მაგრამ ისეთი არაფერია”
ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დიდი მაესტროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მუსიკოსი, კლარნეტისტი იულიან მილკისი წერდა: “გთხოვთ ყველას, მთელი გულით ილოცეთ გია ყანჩელისთვის. ის ჰოსპიტალშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. თუ ერთად ვილოცებთ და გავუგზავნით სიყვარულს, კარგ ენერგიას, უბრალოდ […]
ნინია კაკაბაძე – „როცა პოლიტიკოსები სიმართლეს ვერ ამტკიცებენ, ჟურნალისტებს თავს ესხმიან“
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი სიცრუესა და იაფფასიან პროვოკაციაში დაადანაშაულა, ხოლო „ტვ პირველი“ _ სიცრუის ტირაჟირებაში. სააკაშვილი ჟურნალისტის კითხვის გამო გაბრაზდა, როდესაც მან საქართველოს მოქალაქეობის საკუთარი ნებით დათმობა შეახსენა, შემდეგ კი გირგვლიანის საქმეც გაახსენა. „ეს არის სიცრუე და ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს თქვენი ტელევიზია. ძალიან გონიერი ადამიანი ხართ და სიმართლე […]
ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წევრი კლინიკაში გადაიყვანეს – “ღორის გრიპის” შემთხვევა ატოცში
H1N1 შტამის ვირუსის გავრცელების მასშტაბები და ფორმები კი უკვე საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. ე.წ. ღორის გრიპის გართულებული ფორმა დაუდგინდათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს. ამის შესახებ “რუსთავი2” წერს. ატოციდან, სადაც მოძრაობის წევრები საოკუპაციო ზოლს აკვირდებიან, 3 პირი კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ერთი თბილისში, ერთ-ერთ ჰოსპიტალში მოათავსეს. მას ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსი აქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი ქარელის კლინიკაში […]
ზურაბ ჯაფარიძე აუქციონზე იყიდება
#ჯაფარამეკვლედ – პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ დაფინანსების მიზნით აუქციონს აწყობს და სამ ყველაზემსხვილ შემომწირველს პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა. აუქციონი ორ ნაწილად იყოფა: „ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში. მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე. მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა […]
მოშიმშილე კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს – ”აქვს ტკივილები გულ-მკერდში, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა”
11-დღიანი შიმშილობის შემდეგ პირველი პრეზიდენტის შვილი, კოკო გამსახურდია გულის არეში ტკივილებითა და სისუტის ნიშნებით საავადმყოფში გადაიყვანეს. ის ჯერჯერობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ექიმის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების პროვოცირება შიმშილობამ გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად კოკო გამსახურდიას მდგომარეობა გახლავთ საყურადღებო, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია. „კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ, ჩივილებით, ტკივილებით გულ-მკერდის არეში. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა. […]









